გაერო - ღაზაში შენობების 80%-ზე მეტი დანგრეული ან დაზიანებულია, ქალაქ ღაზაში კი ეს მაჩვენებელი - 92%-ია

გაერო - ღაზაში შენობების 80%-ზე მეტი დანგრეული ან დაზიანებულია, ქალაქ ღაზაში კი ეს მაჩვენებელი - 92%-ია

3 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 127

გაერო-ს განვითარების პროგრამა (UNDP), რომელიც ამჟამად ღაზაში რეკონსტრუქციის საჭიროებებს აფასებს, აცხადებს, რომ ტერიტორიაზე არსებული შენობების 80%-ზე მეტი დანგრეული ან დაზიანებულია, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გაერო-ს მონაცემების თანახმად, უშუალოდ ქალაქ ღაზაში ეს მაჩვენებელი 92%-ია.

ორგანიზაციის შეფასებით, ღაზაში მინიმუმ 55 მილიონი ტონა ნანგრევების გაწმენდაა საჭირო და გარკვეული გაწმენდითი სამუშაოები დაიწყეს, თუმცა, ტერიტორიაზე დარჩენილი აუფეთქებელი საბრძოლო მასალა სამუშაოებს აფერხებს.

გაერო-ს, ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის მიერ ჩატარებული რეკონსტრუქციის ხარჯების შეფასების თანახმად, იმისთვის, რომ ღაზას სექტორის ტერიტორიის საცხოვრებლად გამოყენება კვლავ შესაძლებელი გახდეს, მინიმუმ 70 მილიარდი დოლარი იქნება საჭირო.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე