გაერომ ირანის წინააღმდეგ სანქციები განაახლა

გაერომ ირანის წინააღმდეგ სანქციები განაახლა

28-09-2025 13:46
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 282

ირანს ხელახლა დაუწესეს გაეროს ეკონომიკური და სამხედრო სანქციები, რომელიც 10 წლის ბირთვული პროგრამის შესახებ საერთაშორისო შეთანხმების შედეგად მოიხსნა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ახალი ზომები ძალაში შევიდა მას შემდეგ, რაც შეთანხმების სამმა ევროპელმა პარტნიორმა - გაერთიანებულმა სამეფომ, საფრანგეთმა და გერმანიამ - გააქტიურეს ე.წ. snapback-ის მექანიზმი და ირანი ბირთვული ესკალაციის გაგრძელებასა და თანამშრომლობის უარყოფაში დაადანაშაულეს.

„იმის გათვალისწინებით, რომ ირანი განმეორებით არღვევდა ამ ვალდებულებებს, E3-ს სხვა გზა არ ჰქონდა, გარდა იმისა, რომ გაეაქტიურებინა snapback- ის პროცედურა, რომლის დასრულების შემდეგაც ეს რეზოლუციები ძალაში დაბრუნდა“, - აღნიშნულია სამი ქვეყნის ერთობლივ განცხადებაში.

ამასთან, გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი და გერმანია ხაზს უსვამენ, რომ თეირანმა უარი განაცხადა გაეროს ბირთვული ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან, თანამშრომლობაზე.

„ირანმა არ მისცა IAEA-ს ინსპექტორებს ირანის ბირთვულ ობიექტებზე წვდომის აღსადგენად უფლებამოსილება და არ მოამზადა და არ გადასცა IAEA-ს ანგარიში, რომელიც აღწერდა მისი მაღალგამდიდრებული ურანის მარაგს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთისა და გერმანიის მტკიცებით, გააგრძელებენ დიპლომატიური გზებისა და მოლაპარაკებებისკენ სწრაფვას.

„მოვუწოდებთ ირანს, თავი შეიკავოს ნებისმიერი ესკალაციის გამომწვევი ქმედებისგან. გაეროს სანქციების ხელახლა დაწესება დიპლომატიის დასასრული არ არის“, - აღნიშნულია განცხადებაში.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე