გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის წევრი - მზია ამაღლობელის წერილი ციხიდან მაღვიძარა უნდა იყოს ჩვენთვის - დაასანქცირეთ ივანიშვილი და მისი მოკავშირეები, მოითხოვეთ პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების გათავისუფლება

გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის წევრი - მზია ამაღლობელის წერილი ციხიდან მაღვიძარა უნდა იყოს ჩვენთვის - დაასანქცირეთ ივანიშვილი და მისი მოკავშირეები, მოითხოვეთ პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების გათავისუფლება

27-09-2025 23:13
კატეგორიები: მსოფლიო პოლიტიკა
პოსტი ნახა: 478

დაასანქცირეთ ივანიშვილი და მისი ახლო მოკავშირეები, მოითხოვეთ პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების გათავისუფლება და დაეხმარეთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ოცნების აღსრულებაში, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის წევრი, ჯეიმს მაკკლირი სოციალურ ქსელში წერს.

„მზია ამაღლობელის ძლიერი წერილი ციხიდან მაღვიძარა უნდა იყოს ყველა ჩვენგანისთვის.

საქართველო ავტორიტარული რეჟიმის ხელშია, რომელსაც მხარს უჭერს ოლიგარქი, რომელმაც თავისი ფული რუსეთში გააკეთა.

გაერთიანებულმა სამეფომ მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს საქართველოს დემოკრატიის მხარდაჭერაში.

ამავდროულად, რუსეთი აგრძელებს ქვეყნის ნაწილების ოკუპაციას და საქართველოს სანქციებისთვის გვერდის ასავლელ უკანა კარად იყენებს.

რუსეთის გავლენა ქვეყნებში, რომლებსაც ისინი თავისი “გავლენის სფეროს” ნაწილად მიიჩნევენ, გაშმაგებულია. საქართველო წინა ხაზზეა.

პარლამენტის იმ წევრებს შორის ვარ, რომლებიც სანქციების დაწესების მოწოდებით გამოდიან ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილსა და თანამზრახველებზე, რომლებიც ლონდონს ბაზად იყენებენ ქართული დემოკრატიისა და თავისუფლების დასამხობად.

ბევრი ოპოზიციური ხმა იქნა დაპატიმრებული ივანიშვილის მიერ მხარდაჭერილი “ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ ბოლო თვეებში მოგონილი ბრალდებებით.

ეს ავტორიტარიზმის სახელმძღვანელოა. გაერთიანებული სამეფო და ევროპა უკვე არიან რუსეთთან კონფლიქტში და ქართული დემოკრატიის მხარდაჭერა ბრძოლის ნაწილია.

დაასანქცირეთ ივანიშვილი და მისი ახლო მოკავშირეები, მოითხოვეთ პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების გათავისუფლება, და დაეხმარეთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების თავისი ოცნების აღსრულებაში.

დროა გაერთიანებული სამეფო გააქტიურდეს“, - წერს მაკკლირი.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე