გამოკითხვაზე დაბარებების გამო გაკვირვებული ვარ, რადგან კვლევა, რომლის თანაავტორიც ვარ, არის „ჰადსონის ინსტიტუტის“ ინტელექტუალური საკუთრება - სუს-ი უნდა ინტერესდებოდეს იმით, გუშინ რომ ყვიროდნენ ირანის საელჩოსთან „ხამენეი შენი ბრძანებების შესასრულებლად მზად ვართო“, - ამის შესახებ „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ წევრმა, გიორგი კანდელაკმა საქალაქო სასამართლოსთან ჟურნალისტებს განუცხადა.

1 საათის წინ
კატეგორიები: RSS პოლიტიკა
პოსტი ნახა: 17

გამოკითხვაზე დაბარებების გამო გაკვირვებული ვარ, რადგან კვლევა, რომლის თანაავტორიც ვარ, არის „ჰადსონის ინსტიტუტის“ ინტელექტუალური საკუთრება - სუს-ი უნდა ინტერესდებოდეს იმით, გუშინ რომ ყვიროდნენ ირანის საელჩოსთან „ხამენეი შენი ბრძანებების შესასრულებლად მზად ვართო“, - ამის შესახებ „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ წევრმა, გიორგი კანდელაკმა საქალაქო სასამართლოსთან ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, „საფრთხეს წარმოადგენს არა კვლევა, რომელიც ისედაც ცნობილი ამბებისა და ფაქტების აღნუსხვაა, არამედ საფრთხეა ყველაფერი, რაც მთელი ამ ხნის განმავლობაში ხდებოდა“.

„ამ დაბარებების გამო გაკვირვებული ვარ, რადგან რაც წერია კვლევაში, რომლის თანაავტორიც მე ვარ - „ჰადსონის ინსტიტუტის“ ინტელექტუალური საკუთრება და კვლევაა - ყველაფერი საჯაროდ ცნობილია, არაფერი არ წერია იქ, რაც საჯაროდ ცნობილი არ არის. არც თინა ხიდაშელის და გუბაზ სანიკიძის მხრიდან არ თქმულა არაფერი ისეთი, რაც ცნობილი არ არის. გუშინ რომ ჩვენი რამდენიმე ასეული მოქალაქე ირანის საელჩოს წინ ყვიროდა, რომ „ხამენეი მზად ვართ, თქვენი ბრძანებების შესასრულებლადო“ ეს საფრთხე არ არის? ან „ალ მუსტაფას“ უნივერსიტეტი რომ დასანქცირებულია, რატომ არის დასანქცირებული, ეს ცნობილი არ არის? ყველაფერი საჯაროდ არის. საფრთხეს წარმოადგენს არა კვლევა, რომელიც ისედაც ცნობილი ამბებისა და ფაქტების აღნუსხვაა, არამედ საფრთხეა ის ყველაფერი, რაც მთელი ამ ხნის განმავლობაში ხდებოდა.

სუს-ი უნდა ინტერესდებოდეს გუშინ რომ ყვიროდნენ „ხამენეი შენი ბრძანებების შესასრულებლად მზად ვართო“ მაგით“, - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში, სუს-ში დაწყებული გამოძიების ფარგლებში, „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ წევრი, გიორგი კანდელაკი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვაზე მივიდა.

ცნობისთვის, გივი თარგამაძე, თინა ხიდაშელი, გუბაზ სანიკიძე და გიორგი კანდელაკი სისხლის სამართლის კოდექსის 319-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში არიან გამოკითხვაზე დაბარებული, რაც უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, არ სურს, რომ ქურთები ომში ჩაერთონ.  „არ ველოდებით ქურთების შესვლას. არ გვინდა ომი იმაზე უფრო რთული გახდეს, ვიდრე ის უკვე არის. არ მინდა, რომ ქურთები დაშავდნენ და დაიღუპონ. ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს. ისინი მზად არიან შევიდნენ. მაგრამ სინამდვილეში, მე ვუთხარი მათ, რომ არ მინდა, რომ შევიდნენ“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.
წინა ახალი ამბავი

შემდეგი ახალი ამბავი
ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ირანის მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაშავდა და ქალაქ მუჰარაქის უნივერსიტეტის შენობა დაზიანდა. უწყების ცნობით, მოქალაქეები მოგერიებული რაკეტის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად დაშავდნენ. ამასთან, სამინისტროს ინფორმაციით, ირანული დრონის დარტყმის შედეგად ქვეყანაში მდებარე წყლის გამტკნარების ქარხანას მატერიალური ზარალი მიადგა.

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე