„განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა“ და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო ორგანიზაცია - COGNIA-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა

„განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა“ და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო ორგანიზაცია - COGNIA-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა

18-12-2024 18:06
კატეგორიები: საზოგადოება
პოსტი ნახა: 1025

სსიპ „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა“ და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო ორგანიზაცია COGNIA-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების - American International Accreditation Protocol - ის აღიარებას ითვალისწინებს.

„განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის“ ცნობით, COGNIA-ს მიზანია საქართველოში საერთაშორისო ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების მიწოდების უზრუნველყოფა. ამ მიზნის მისაღწევად, COGNIA-მ შექმნა და ახორციელებს საზღვარგარეთ აღიარებულ ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამებს, რომელიც მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზოგადი განათლების სამივე საფეხურს.

„მნიშვნელოვანია, რომ COGNIA-ს პროგრამის დაძლევის შედეგად გაცემული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი - დიპლომი, საქართველოს ტერიტორიაზე გათანაბრებული იქნება სრული ზოგადი განათლების ატესტატთან. აღნიშნული დოკუმენტის მქონე პირისთვის უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა.

აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულების ხელმომწერი მხარეები მოქმედებენ საერთო პრინციპებითა და ღირებულებებით, რაც გულისხმობს განათლების საყოველთაო ხელმისაწვდომობას, განათლების ხარისხის უწყვეტ განვითარებას, თანასწორობასა და სასკოლო საზოგადოების უფლებების განუხრელად დაცვას“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.



მსგავსი სიახლეები

ტელეკომპანია „თრიალეთი“ ორჯერ შეეცადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის პოზიციის გარკვევას გოდერძი ხეჩიკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, თუმცა უწყებამ ორივეჯერ დუმილი არჩია. ჟურნალისტები ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პირველად 13 ივლისს დაუკავშირდნენ, ხოლო მეორედ - 14 ივლისს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა ახალი განცხადება გააკეთა და დააზუსტა, რომ მკურნალი ექიმის ვინაობა თავდაპირველად ჰოსპიტლის თანამშრომლის მიერ მიწოდებული მცდარი ინფორმაციის გამო შეეშალათ. მიუხედავად „თრიალეთის“ განმეორებითი მცდელობისა, გადაემოწმებინა ინფორმაცია შესაძლო გულგრილობისა და დაწყებული მოკვლევის შესახებ, სამხედრო ჰოსპიტალში კომენტარი არც ამჯერად გააკეთეს

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე