გარდაბანში მომხდარი ავტოავარიის საქმეზე, რა დროსაც ქვეითი, 16 წლის გოგონა გარდაიცვალა, მძღოლს ბრალდება წარედგინა - სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გარდაბანში მომხდარი ავტოავარიის საქმეზე, რა დროსაც ქვეითი, 16 წლის გოგონა გარდაიცვალა, მძღოლს ბრალდება წარედგინა - სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

1 საათის წინ
კატეგორიები: RSS სამართალი რეგიონი
პოსტი ნახა: 18

გარდაბანში მომხდარი ავტოავარიის საქმეზე, რა დროსაც ქვეითი, 16 წლის გოგონა გარდაიცვალა, მძღოლს ბრალდება წარედგინა

პროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 27 იანვარს, გარდაბანში, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, ავტომობილის მართვისას ვერ უზრუნველყო მოძრაობის უსაფრთხოების წესის დაცვა და ქვეითს შეეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.

უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ჩადენილი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე