გარდაცვლილი პატიმრის ძმა - გამორიცხულია, რომ ადამიანს დაცემის შედეგად 27 დაზიანება მიეღო, ეჭვი კი არ მაქვს, დანამდვილებით ვიცი, რომ სცემეს

გარდაცვლილი პატიმრის ძმა - გამორიცხულია, რომ ადამიანს დაცემის შედეგად 27 დაზიანება მიეღო, ეჭვი კი არ მაქვს, დანამდვილებით ვიცი, რომ სცემეს

05-05-2025 13:58
კატეგორიები: საზოგადოება
პოსტი ნახა: 880

კლინიკა „ვივამედში“ გარდაცვლილი 46 წლის პატიმრის, იოსებ გორგაძის ძმის, შოთა გორგაძის განცხადებით, მისი ძმა გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში ციხის თანამშრომლებმა სცემეს. აღნიშნულის შესახებ მან „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.

როგორც გარდაცვლილი პატიმრის ძმა აღნიშნავს, მათ დამოუკიდებელი ექსპერტიზა ჩაატარეს, რომლის მიხედვითაც, „გამორიცხულია, რომ დაცემის შედეგად იოსებ გორგაძეს 27 დაზიანება მიეღო“. ოჯახი ვარაუდობს, რომ პატიმარი მიზანმიმართულად სცემეს და ყველა დამნაშავე პირის პასუხისგებაში მიცემას ითხოვს.

„რა თქმა უნდა, სცემეს, ეს არის ორგანიზებული დანაშაული, ეს ერთი ადამიანის გაკეთებული არ არის, ამ საქმეში ბევრი ადამიანია ჩართული. ვიდეო-კადრები ჩაჭრილია. ამას პატიმარი ვერ გააკეთებდა, ეს პროფესიონალი ადამიანის გაკეთებულია. ეჭვი არ მაქვს, დანამდვილებით ვიცი, რომ ეს პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებმა გააკეთეს. ინტერესი გამოძიების საქმეა, ამ ყველაფერს ავტოსაგზაო შემთხვევას არ ვუკავშირებ, აქ სულ სხვა სიტუაციაა. მაგას ისინი ვერ გააკეთებდნენ, როგორ უნდა გაეკეთებინათ, გარეთ, რომ ყოფილიყო შესაძლოა... ციხეში დამწყვდეული ადამიანი პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების დახმარების გარეშე როგორ შეაღწევდნენ?

ვიდეო-კადრებში კონკრეტული მონაკვეთები ჩაჭრილია, რა მომენტშიც მოხდა ეს დანაშაული.

მე პენიტენციური სამსახურის განცხადებას არ გავცნობივარ, მაგრამ გავეცანი კერძო ექსპერტიზის დასკვნასა და „ვივამედის“, რომ შესაძლებელია 1 დაცემით 27 მოტეხილობის მიღება თავის არეში, ზუსტად ეს არის სასაცილო და დაუჯერებელი, 2 წლის ბავშვიც რომ არ დაიჯერებს.

დაწერილი სცენარია, თითქოს 1 დაცემით 27 მოტეხილობა მიიღო თავის არეში. ჩვენი ექსპერტიზა ამბობს, რომ ამ ტრავმების მიღება 1 დაცემით შეუძლებელია.

სამართლიანობის აღდგენასა და გამოძიებას მოვითხოვთ“,- განაცხადა შოთა გორგაძემ.

ცნობისთვის, პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ გორგაძის ადვოკატმა მუხრან ღურწკაიამ მიაწოდა. ადვოკატის თქმით, პატიმარი გლდანის მე-8 დაწესებულებიდან კლინიკა „ვივამედში" დაზიანებებით იანვრის თვეში გადაიყვანეს.

წყარო: https://www.interpressnews.ge



მსგავსი სიახლეები

ტელეკომპანია „თრიალეთი“ ორჯერ შეეცადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის პოზიციის გარკვევას გოდერძი ხეჩიკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, თუმცა უწყებამ ორივეჯერ დუმილი არჩია. ჟურნალისტები ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პირველად 13 ივლისს დაუკავშირდნენ, ხოლო მეორედ - 14 ივლისს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა ახალი განცხადება გააკეთა და დააზუსტა, რომ მკურნალი ექიმის ვინაობა თავდაპირველად ჰოსპიტლის თანამშრომლის მიერ მიწოდებული მცდარი ინფორმაციის გამო შეეშალათ. მიუხედავად „თრიალეთის“ განმეორებითი მცდელობისა, გადაემოწმებინა ინფორმაცია შესაძლო გულგრილობისა და დაწყებული მოკვლევის შესახებ, სამხედრო ჰოსპიტალში კომენტარი არც ამჯერად გააკეთეს

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე