გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი - შიდა ქართლში ელექტროიარაღით უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი - შიდა ქართლში ელექტროიარაღით უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს

9 საათის წინ
კატეგორიები: სამართალი
პოსტი ნახა: 221

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, შიდა ქართლში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.

მათივე ცნობით, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ რბონის მიმდებარედ, მდინარე მტკვარზე, მოქალაქეები უკანონო თევზჭერას გასაბერი ნავიდან თევზჭერის ელექტროიარაღის გამოყენებით ახდენდნენ.

„ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო ტყითსარგებლობის, ნადირობის, თევზჭერისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე