გასულ ღამეს რუსებმა უკრაინას 214 დრონით შეუტიეს

გასულ ღამეს რუსებმა უკრაინას 214 დრონით შეუტიეს

21-03-2025 15:08
კატეგორიები: მსოფლიო

რუსებმა უკრაინას Shahed-სა და სხვა ტიპის 214 დრონით შეუტიეს, უკრაინელებმა 114 დრონი ჩამოაგდეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 81 დრონი ლოკაციურად დაიკარგა, უარყოფითი შედეგების გამოწვევის გარეშე.

რუსეთის თავდასხმის შედეგად დაზარალდა ოდესის, ხმელნიცკის, სუმისა და კიევის ოლქები.

დრონები გაუშვეს რუსეთის ქალაქების კურსკის, ბრიანსკის, მილეროვოს და პრიმორსკო-ახტარსკის მიმართულებიდან, ასევე ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიიდან.

საჰაერო თავდასხმა მოიგერიეს ავიაციამ, საზენიტო-სარაკეტო ძალებმა, რადიოელექტრონული ომის ქვედანაყოფებმა და უკრაინის საჰაერო ძალების და თავდაცვის ძალების მობილურმა საცეცხლე ჯგუფებმა.

პოსტი ნახა: 613


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე