გერმანიის ქალაქ მიუნხენში დანით შეიარაღებულმა ქალმა გამვლელები დაჭრა - თავდამსხმელი ლიკვიდირებულია

გერმანიის ქალაქ მიუნხენში დანით შეიარაღებულმა ქალმა გამვლელები დაჭრა - თავდამსხმელი ლიკვიდირებულია

08-06-2025 14:58
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 494

გერმანიის ქალაქ მიუნხენში დანით შეიარაღებულმა ქალმა გამვლელები დაჭრა, თავდამსხმელი ლიკვიდირებულია, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Spiegel-ი ავრცელებს.

Spiegel-ის ცნობით, შემთხვევა მიუნხენის ცენტრში მოხდა, როდესაც დანით შეიარაღებულმა 30 წლის ქალმა ჯერ მამაკაცი, ხოლო შემდეგ ერთი ქალი დაჭრა.

პოლიციამ თავდამსხმელის დაკავება ძალის გამოყენების გარეშე სცადა, თუმცა ქალმა დანა არ დააგდო და პოლიციელებმა ცეცხლი გახსნეს.

თავდამსხმელი მიუნხენის საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ, ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე