გერმანიის სახელმწიფო მინისტრი - საქართველოსთან დაკავშირებით ყველა ვარიანტი მაგიდაზეა - ჩვენ, რა თქმა უნდა, მოსახლეობის მხარეს ვართ, მხარს ვუჭერთ მათ, მაგრამ მთავრობა, მთავრობის ქცევა მიუღებელია

გერმანიის სახელმწიფო მინისტრი - საქართველოსთან დაკავშირებით ყველა ვარიანტი მაგიდაზეა - ჩვენ, რა თქმა უნდა, მოსახლეობის მხარეს ვართ, მხარს ვუჭერთ მათ, მაგრამ მთავრობა, მთავრობის ქცევა მიუღებელია

2 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 164

საქართველოსთან დაკავშირებით ყველა ვარიანტი მაგიდაზეა. საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროპულ მიდგომასთან დაკავშირებით ბოლო დროს ნამდვილად იმედგაცრუებას იწვევს, - ამის შესახებ ევროპის საკითხებში გერმანიის სახელმწიფო მინისტრმა გუნთერ კრიხბაუმმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე ლუქსემბურგში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი განცხადებით, გერმანია მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობას, თუმცა ქვეყნის მთავრობის ქცევა მათთვის მიუღებელია.

„ჩვენ, რა თქმა უნდა მოსახლეობის მხარეს ვართ, მხარს ვუჭერთ მათ. მაგრამ მთავრობა, მთავრობის ქცევა მიუღებელია. ყველა ვარიანტი, ვამბობ, ნამდვილად ყველა ვარიანტი, მაგიდაზეა“, - აღნიშნა მინისტრმა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე