გერმანული კომპანია Rheinmetall-ი უკრაინას დრონების საწინააღმდეგო სისტემებს მიაწვდის

გერმანული კომპანია Rheinmetall-ი უკრაინას დრონების საწინააღმდეგო სისტემებს მიაწვდის

5 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 79

გერმანული კომპანია Rheinmetall უკრაინას, დრონებით თავდასხმებისგან დასაცავად, Skyranger-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებს მიაწვდის, - ინფორმაციას გამოცემა Deutsche Welle ავრცელებს.

კონცერნის თავმჯდომარემ, არმინ პაპერგერმა განაცხადა, რომ კონტრაქტს, რომლის ღირებულება ასობით მილიონი ევროა, ხელი 10 სექტემბერს ლონდონში, DSEI-ის თავდაცვის ინდუსტრიის გამოფენაზე მოეწერება.

მისი თქმით, პირველი სისტემები უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მიმდინარე წლის ბოლომდე მიეწოდება.

Skyranger-ის სისტემა მობილური საზენიტო პლატფორმაა, რომლის დამონტაჟება Leopard-ის ტანკებზე შეიძლება.

„თითოეულ ამ სისტემას შეუძლია ოთხი-ოთხ კილომეტრიანი ფართობის დაფარვა, რაც დრონებისგან სრულ დაცვას უზრუნველყოფს. ეს ნიშნავს, რომ ყველა დრონი განადგურდება“, - განაცხადა პაპერგერმა და აღნიშნა, რომ ამ სისტემებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი დახმარება გაუწიონ უკრაინას არსებულ სიტუაციაში.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე