ღაზაში, ჰუმანიტარული დახმარების პუნქტთან მომხდარი ჭყლეტის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა

ღაზაში, ჰუმანიტარული დახმარების პუნქტთან მომხდარი ჭყლეტის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა

12 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 395

ღაზას სექტორში, ხან იუნისში მომხდარი ინციდენტის შედეგად სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას მედია საშუალებები ღაზას ჰუმანიტარულ ფონდზე დაყრდნობით ავრცელებენ.

ისრაელის მიერ მხარდაჭერილი ლოჯისტიკური ჯგუფი, რომელიც ღაზაში დახმარების შესატანად აშშ-ის კერძო დაცვისა და ლოჯისტიკურ კომპანიებს იყენებს, აცხადებს, რომ 19 ადამიანი ჭყლეტის შედეგად დაიღუპა, ერთი კი ცივი იარაღით დაჭრის შედეგად.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ინციდენტი ხალხში მყოფი აგიტატორების მიერ ორგანიზებულმა ქაოტურმა ტალღამ გამოიწვია.

პალესტინის ჯანდაცვის წარმომადგენლებმა Reuters-ს განუცხადეს, რომ ადგილზე სულ მცირე 20 ადამიანი ასფიქსიის შედეგად გარდაიცვალა. ერთ-ერთი ექიმის განმარტებით, პატარა სივრცეში ძალიან ბევრი ადამიანი იმყოფებოდა.

გაერო-ს ადამიანის უფლებათა ოფისმა სამშაბათს განაცხადა, რომ ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში ღაზაში, ღაზას ჰუმანიტარული ფონდის მიერ მართულ დახმარების პუნქტებსა და დახმარების სხვა ჯგუფების, მათ შორის გაერო-ს მიერ მართულ კოლონებზე, გარდაცვალების სულ მცირე 875 შემთხვევა დაფიქსირდა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე