ვოლსკის თქმით, "ჰერჩინსკის ევრობიუროკრატიისგან კონკრეტული დავალება აქვს, რომ როგორმე ხელი შეუწყოს ექსტრემისტული დაჯგუფებების აქტივობებს, რომ ის ცეცხლი არ ჩაქრეს, რომელიც სულ ახლახან დაინთო" რუსთაველზე.
„ამ ფაქტს ადასტურებს ის, რომ იგი ხვდება ადამიანებს, რომლებიც ამ ექსტრემისტულ საქმიანობაში პირდაპირ არიან ჩართულები. თუნდაც ფინანსური-პოლიტიკური მხარდაჭერა ავიღოთ იმ ჯგუფისადმი, რომელიც „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლას, როგორც გმირობას, ისე წარმოაჩენს. მინდა, გამოვრიცხო, რომ ევროკავშირის ქვეყნები იზიარებენ იმ მოსაზრებას, რომ ჰერჩინსკი ჩავიდეს, შეხვდეს და ხელი ჩამოართვას ადამიანებს, რომლებიც არანაირად არ შეესაბამებიან არც რადიკალური და არც რაიმე სხვა სახის ოპოზიციის პრინციპებს, რასაც პოლიტიკა ჰქვია. პოლიტიკას მოწყვეტილ ადამიანებს ხვდება, რომელიც გამოირჩევიან დაუოკებელი სურვილით, რომ საქართველოში დესტაბილიზაცია განავითარონ. გულდასაწყვეტია, უკეთესობას და გაუმჯობესებას ელოდებით, ამისთვის ვმუშაობთ და მზად ვართ დიალოგისთვის, მაგრამ ფაქტი, რომელიც ჰერჩინსკიმ თავისი მოქმედებით გვაჩვენა, მძიმეა, როგორც ჩვენთვის, ასევე ევროპის ავტორიტეტისთვის. უკეთესი მომავლის იმედი გვაქვს, მაგრამ ეს მოცემულობა, რაც ჰერჩინსკიმ საქართველოში შექმნა, არ შეესაბამება არცერთ სტანდარტს, რომელსაც ორმხრივი ურთიერთობები ჰქვია. ეს აბსოლუტურად მოწყვეტილია სამართალსაც, ლოგიკასაც და იმ პოლიტიკურ სტანდარტსაც, რასაც ევროპული სტანდარტი ჰქვია“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.