გია ვოლსკი - საუბარი უნდა იყოს იმაზე, ადამიანმა რა დააშავა და არა იმაზე, რა პროფესიისაა

გია ვოლსკი - საუბარი უნდა იყოს იმაზე, ადამიანმა რა დააშავა და არა იმაზე, რა პროფესიისაა

19-02-2025 14:51
კატეგორიები: პოლიტიკა

გარჩევა როგორ ხდება იცით? - სად აღმოჩნდება - სასაფლაოზე, სადაც კლავენ, როგორც თქვენები კლავდნენ თუ აღმოჩნდება დაკავების ადგილას, სადაც გამოძიების შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს - ამით უნდა გაარჩიოთ ვინ და როგორ დააკავა, - ასე უპასუხა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტის დასმულ კითხვას, რომელიც სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირების მიერ „ტვ პირველის“ ოპერატორის დაკავებას შეეხებოდა.

მისი თქმით, თუ ფორმასთან დაკავშირებით რაიმე პრეტენზიები არსებობს, ეს ცალკე საკითხია და არსებობს ამისი სტრუქტურები, სადაც გაარჩევენ.

„გარჩევა როგორ ხდება იცით? - სად აღმოჩნდება - სასაფლაოზე, სადაც კლავენ, როგორც „თქვენები“ კლავდნენ თუ აღმოჩნდება დაკავების ადგილას, სადაც გამოძიების შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს. ამით უნდა გაარჩიოთ, ვინ და როგორ დააკავა. ფორმასთან დაკავშირებით რაიმე პრეტენზიები თუ არსებობს, ეს ცალკე საკითხია - არსებობს ამისი სტრუქტურები, სადაც გაარჩევენ, მაგრამ რეალურად, ადამიანმა რა დააშავა, იმაზეა საუბარი და არა იმაზე, რა პროფესიის არის. პროფესია შეიძლება იყოს სპორტსმენი და შეიძლება „ტვ პირველის“ ჟურნალისტი - ამას მნიშვნელობა არ აქვს. დააშავა? - პასუხი უნდა აგოს. თუ არ დაუშავებია, რასაკვირველია, მტკიცებულებათა გარკვეული ნაკრები უნდა არსებობდეს, რაც მისი ბრალეულობის დამადასტურებელი იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში უკანონობა იქნება ასეთი ნაბიჯი. მაგრამ, როცა მეკითხებით, როგორ უნდა გაარჩიოთ - გეუბნებით, როცა თქვენი პოლიტიკური „ლიდერშიფის“ წარმომადგენლები ადამიანს აკავებდნენ კი არა, პირდაპირ უნიღბოდ იჭერდნენ, სასაფლაოზე მიჰყავდათ და კლავდნენ - ამით უნდა გაარჩიოთ ისინი პოლიციას და კანონს ემსახურებოდნენ თუ კონკრეტულ ინტერესს და იმ სადისტურ სისტემას, რომელიც თქვენმა პოლიტიკურმა ლიდერებმა შექმნეს. ამით არის მთავარი გასარჩევი ნიშნები“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „ტვ პირველის“ ახალი ამბების ოპერატორი, ლაშა ჯიოშვილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით დააკავეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, ლაშა ჯიოშვილი დაკავებულია 173-ე მუხლით, რაც გულისხმობს პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას.

მანამდე, სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ გავრცელდა კადრებიც, სადაც ჩანს, როგორ სვამს რამდენიმე პირი ერთ ადამიანს მანქანაში და ისმის ხმა: „ოპერატორი ვარ, ლაშა ჯიოშვილი“.

ამასთან, „ტვ პირველის“ იურისტის თორნიკე მიგინეიშვილის ინფორმაციით, ახალი ამბების ოპერატორს, ლაშა ჯიოშვილს დაკავებისას არაპროპორციული ძალის გამოყენების გამო მარცხენა ხელზე სისხლჩაქცევა აქვს.

პოსტი ნახა: 208


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!