📌 გიგა ავალიანის დედა - მადლობა პროკურატურას! - სხვას რომ ხმა ამოეღო, ჩემი შვილი არ მოკვდებოდა, მე გადავარჩინე ჩემი ყვირილით თქვენი შვილები!

📌 გიგა ავალიანის დედა - მადლობა პროკურატურას! - სხვას რომ ხმა ამოეღო, ჩემი შვილი არ მოკვდებოდა, მე გადავარჩინე ჩემი ყვირილით თქვენი შვილები!

10-02-2026 19:26
კატეგორიები: საზოგადოება
პოსტი ნახა: 343

💬 „შოკი მაქვს ხალხო, ვიცი, რომ თქვენც შოკი გაქვთ. მადლობა პროკურატურას! რატომ ითმენდით ამას დიდ დიღომში?! სხვას რომ ხმა ამოეღო, ჩემი შვილი არ მოკვდებოდა! დალეწილი ხალხის მშობლებო, რატომ გეძინათ?! თქვენმა სიჩუმემ მოკლა ჩემი სპეტაკი შვილი! მე ვიცოდი როგორი შვილი მყავდა, ამიტომ არ დავიხიე უკან. მე გადავარჩინე ჩემი ყვირილით თქვენი შვილები. რატომ ითმენდით?“- განაცხადა ეკა კუპატაძემ.

📍 საქართველოს პროკურატურა გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულებს ჯგუფური ძალადობის სხვა ფაქტებში მონაწილეობასაც ედავება. ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განცხადება თბილისის პროკურორმა გიორგი მიქაიამ გააკეთა.

პროკურორის ინფორმაციით, საუბარია ძალადობის კიდევ 4 ეპიზოდზე.



მსგავსი სიახლეები

ტელეკომპანია „თრიალეთი“ ორჯერ შეეცადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის პოზიციის გარკვევას გოდერძი ხეჩიკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, თუმცა უწყებამ ორივეჯერ დუმილი არჩია. ჟურნალისტები ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პირველად 13 ივლისს დაუკავშირდნენ, ხოლო მეორედ - 14 ივლისს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა ახალი განცხადება გააკეთა და დააზუსტა, რომ მკურნალი ექიმის ვინაობა თავდაპირველად ჰოსპიტლის თანამშრომლის მიერ მიწოდებული მცდარი ინფორმაციის გამო შეეშალათ. მიუხედავად „თრიალეთის“ განმეორებითი მცდელობისა, გადაემოწმებინა ინფორმაცია შესაძლო გულგრილობისა და დაწყებული მოკვლევის შესახებ, სამხედრო ჰოსპიტალში კომენტარი არც ამჯერად გააკეთეს

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე