გიორგი ბურჯანაძე - პოლიტიკური პატიმრების საქმეებზე „ოცნება“ ეუთო/ოდირს მონიტორინგის განხორციელებისთვის საჭირო თანხმობას არ აძლევს

გიორგი ბურჯანაძე - პოლიტიკური პატიმრების საქმეებზე „ოცნება“ ეუთო/ოდირს მონიტორინგის განხორციელებისთვის საჭირო თანხმობას არ აძლევს

20 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 422

პოლიტიკური პატიმრების საქმეებზე „ოცნება“ ეუთო/ოდირს არ აძლევს მონიტორინგის განხორციელებისთვის საჭირო თანხმობას, - ამის შესახებ კოალიცია „ჩემი ხმა ევროკავშირის“ წევრი, იურისტი, გიორგი ბურჯანაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ოდირი მზადყოფნას გამოხატავს საჭირო თანხმობის შემდეგ პოლიტიკური პატიმრების პროცესების მონიტორინგი განახორციელოს, თუმცა დეკემბრის შემდეგ თანხმობა არ გაცემულა.

„პოლიტიკური პატიმრების საქმეებზე ეუთო/ოდირი საქართველოში მოიწვია სალომე ზურაბიშვილმა 2024 წლის დეკემბერში.

ოდირის მეთოდოლოგიით, ის სასამართლომ უნდა დაუშვას პროცესებზე და მათი თანხმობა არის საჭირო. დეკემბრის შემდეგ ეს თანხმობა არ იქნა გაცემული.

ოდირი მზადყოფნას გამოხატავს საჭირო თანხმობის შემდეგ განახორციელოს პოლიტიკური პატიმრების პროცესების მონიტორინგი. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროცესების დახურვის შემდეგ.

2013 წელს, „ოცნებამ“ თვითონ მოიწვია ეუთო ოდირი პროცესების მონიტორინგისთვის და საინტერესოა, თუ მაშინ არ ჰქონდათ რამე დასამალი, დღეს რა აქვთ?“, - წერს ბურჯანაძე სოციალურ ქსელში.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე