გიორგი ბურჯანაძე - ზურაბ ჯაფარიძის უკანონო დაკავება პოლიტიკური მართლმსაჯულების კლასიკურ მაგალითს წარმოადგენს

გიორგი ბურჯანაძე - ზურაბ ჯაფარიძის უკანონო დაკავება პოლიტიკური მართლმსაჯულების კლასიკურ მაგალითს წარმოადგენს

6 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 138

ჩვენი შეფასებით, ზურაბ ჯაფარიძის გუშინდელი უკანონო დაკავება პოლიტიკური მართლმსაჯულების კლასიკურ მაგალითს წარმოადგენს, - ამის შესახებ „სამოქალაქო საზოგადოების ფონდში“ გამართულ ბრიფინგზე, ფონდის ერთ-ერთმა წევრმა გიორგი ბურჯანაძემ განაცხადა. როგორც გიორგი ბურჯანაძემ აღნიშნა, ზურაბ ჯაფარიძის და ირაკლი ოქრუაშვილის დაკავება პოლიტიკური ნიშნით მოხდა, რაც შესაძლოა, მომავალში კიდევ გაგრძელდეს.

„გუშინ 30-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელდა განცხადება იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არის მთლიანად ეს ე.წ. საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებული პროცედურები კონსტიტუციასთან სრულიად შეუთავსებელი. არალეგიტიმური პარლამენტის მიერ საქართველოს კონსტიტუციის პირდაპირი მოთხოვნების დარღვევით ხდება კომისიის შექმნა, სადაც მოთხოვნა არის, რომ ოპოზიცია უნდა გვყავდეს ამ კომისიაში, მაგრამ ფიზიკურად არ არსებობს ოპოზიცია პარლამენტში. ასეთი კომისია შეიქმნა, ხდება ადამიანების დაბარება და შემდგომ ხელოვნურად სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება მათ მიმართ იმ ფონზე, როდესაც საქართველოს კანონმდებლობა ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ადგენს იგივე ქმედებისთვის, მაგრამ რატომღაც პროკურატურას გადაწყვეტილი აქვს, გამოიყენოს ყველაზე მკაცრი მიდგომები. ეს ჩვენ ყველას გვაფიქრებინებს, რომ სახეზეა პოლიტიკური მართლმსაჯულება, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც საქართველოს მართლმსაჯულების განმახორციელებელი ყველა უწყება არის სანქცირებული ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევების გამო. მათი სანქცირება მოხდა იმის გამო, რომ აქვთ მჭიდრო კავშირები აქვთ „ქართულ ოცნებასთან“ და ისინი მათ გავლენებს უზრუნველყოფენ მართლმსაჯულებაში. ამის კლასიკური მაგალითია ის შემთხვევა, რაც მოხდა ზურაბ ჯაფარიძის, ირაკლი ოქრუაშვილთან მიმართებით და რასაც ალბათ, მომავალში კიდევ ვიხილავთ“,-განაცხადა ბურჯანაძემ.

„კოალიცია ცვლილებისთვის" წევრს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 20 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეეცვალა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ირაკლი შვანგირაძემ მიიღო და ამით პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ზურაბ ჯაფარიძეს ხელბორკილი სასამართლო დარბაზშივე დაადეს.

საქმე ეხება საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებასა და წაყენებულ ბრალდებას. აღნიშნულ კომისიაზე ჯაფარიძე არ გამოცხადდა, რის შემდეგაც, ის ჩვენების მისაცემად მაგისტრატ მოსამართლესთან დაიბარეს და ბრალდებაც ოფიციალურად წაუყენეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

ცნობისთვის, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე