ყოფილი გენერალური პროკურორი, გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე არჩეული გიორგი გაბიტაშვილი სანქციებს უსამართლოს უწოდებს.
ის ამბობს, რომ უსამართლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით უხერხულობის გრძნობა არ გააჩნია.
„უსამართლო გადაწყვეტილებასთან მიმართებაში არანაირი უხერხულობის გრძნობა არ გამაჩნია“, - განუცხადა გაბიტაშვილმა პარლამენტში, ჟურნალისტებს.
ცნობისთვის, გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ გიორგი გაბიტაშვილი, სხვა პირებთან ერთად, 10 აპრილს დაასანქცირა.
ყოფილი გენერალური პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე დღეს აირჩიეს.