გიორგი კალანდარიშვილის ინფორმაციით, ცესკო-ს სხდომაზე მისთვის შავი საღებავის შესხმის საქმეზე გამოძიება გრძელდება, სითხეს კი ექსპერტიზა ჩაუტარდა, რომლის შედეგებიც მისთვის ცნობილი არა

გიორგი კალანდარიშვილის ინფორმაციით, ცესკო-ს სხდომაზე მისთვის შავი საღებავის შესხმის საქმეზე გამოძიება გრძელდება, სითხეს კი ექსპერტიზა ჩაუტარდა, რომლის შედეგებიც მისთვის ცნობილი არა

14-12-2024 16:27
კატეგორიები: პოლიტიკა

გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, ცესკო-ს სხდომაზე მისთვის შავი სითხის შესხმის საქმეზე გამოძიების პროცესი კვლავ მიმდინარეობს, სითხეს კი ექსპერტიზა ჩაუტარდა, რომლის შედეგებიც მისთვის ცნობილი არაა.

ამის შესახებ კალანდარიშვილმა არჩევნების შემაჯამებელ სხდომაზე დავით კირთაძის მიერ მისთვის შავი სითხის შესხმის თაობაზე მიმდინარე გამოძიებაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

„ამ შავი სითხის შემოსხმით მივიღე თვალის დაზიანება, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში საკმაოდ მძიმე ტკივილით და წვით იყო გამოხატული და სხვა ტიპის დაზიანებებით. აღნიშნული სითხე გადაცემული იყო ექსპერტიზისთვის, თუმცა დასკვნის შედეგები ჩემთვის ცნობილია. სამედიცინო კვლევა შესაბამისი თვალის გამოკვლევის პროცესში არაერთხელ ჩამიტარდა, რამაც დაზიანებები აჩვენა”, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

რაც შეეხება არჩევნების გაყალბების საქმეზე პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებას, კალანდარიშვილი ამბობს, რომ უკვე გამოიკითხა, თუმცა თუ კვლავ იარსებებს ამის ჩემი საჭიროება, თანამშრომლობისთვის მზადაა.

„ჩემი გამოკითხვა განხორციელდა. ექვსი საათის განმავლობაში ვიმყოფებოდი პროკურატურაში. ეს საჯარო ფაქტი იყო. პროკურატურას ყველა მათ მიერ დასმულ კითხვასთან და მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით მივაწოდე სრულყოფილი ინფორმაცია. ასევე, ჩვენ ვიყავით ის ინსტიტუცია, ვინც გავრცელებულ ბრალდებებთან დაკავშირებით მივმართეთ პროკურატურას.

გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას, რათა მივაწოდოთ გამოძიებისთვის საინტერესო ყველა ინფორმაცია. ასევე, გამოკითხვები თუ სხვა ინფორმაციის მიწოდების საჭიროება, ვითანამშრომლებთ.

კითხვები შეეხებოდა ყველა იმ ბრალდებას, რაზეც პროკურატურის ყურადღებაა მიქცეული. საუბარია იმაზე, რომ ჩვენ წარგვედგინა ჩვენი პოზიცია და შესაბამისი მტკიცებულებები. თუ კვლავ იარსებებს პროკურატურაში ჩემი გამოკითხვის საჭიროება, მზაობას ვადასტურებ როგორც მე, ისე ინსტიტუციის სხვა თანამშრომლები”,- განაცხადა კალანდარიშვილმა.

პოსტი ნახა: 265


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!