გიორგი ვაშაძე - ამერიკის ელჩთან შეხვედრაზე უარის თქმა ეს უარია ამერიკასთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე

გიორგი ვაშაძე - ამერიკის ელჩთან შეხვედრაზე უარის თქმა ეს უარია ამერიკასთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე

28-05-2025 14:14
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 361

ამერიკის ელჩთან შეხვედრაზე უარის თქმა ეს უარია ამერიკასთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე და მეგობრობაზე და იმ ყველა სიკეთეზე, რასაც საქართველო დასავლელი პარტნიორებისგან 34 წლის განმავლობაში იღებს, - ამის შესახებ „სტრატეგია - აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც აშშ-ს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, აშშ-ს ელჩს, რობინ დანიგანს შეხვედრაზე უარი განუცხადა.

გიორგი ვაშაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მეტ სანქციასა და სიღარიბეს გამოიწვევს.

„ამერიკის ელჩთან შეხვედრაზე უარის თქმა, ეს უარია ამერიკასთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე და მეგობრობაზე და იმ ყველა სიკეთეზე, რასაც საქართველო დასავლელი პარტნიორებისგან 34 წლის განმავლობაში იღებს.

ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან, რომ ივანიშვილს უარი ეთქვა ძალადობაზე, გაყალბებულ არჩევნებზე, ძალაუფლების მიტაცებაზე და რომ ახალი, დემოკრატიული, სამართლიანი არჩევნებით ქვეყანა დაბრუნებულიყო დასავლური ცივილიზაციის ოჯახში.

ივანიშვილმა ამ შანსზე უარი თქვა.

ეს ნიშნავს მხოლოდ ერთს - საქართველო რჩება მარტო, კიდევ უფრო დაუცველი და ეს გამოიწვევს: მეტ სანქციებს, მეტ იზოლაციას, მეტ სიღარიბეს, უფრო მეტი ქართველის იძულებას, რომ ქვეყანა დატოვოს.

ეს არ არის პოლიტიკა. ეს არის მიზანმიმართული მტრული ნაბიჯი და ღალატი. როცა რეჟიმმა სული ეშმაკს მიჰყიდა, გვჭირდება მეტი ერთიანობა და მეტი გამბედაობა”, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე