გიული ჩოხელი სტუდენტების მარშს შეუერთდა

გიული ჩოხელი სტუდენტების მარშს შეუერთდა

2 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 142

მე მოვედი ახალგაზრდებთან, იმიტომ რომ ისინი სწორ გზაზე დგანან - არსებული რეალობა უნდა შეიცვალოს, - ამის შესახებ ჯაზ-შემსრულებელმა გიული ჩოხელმა განაცხადა, რომელიც თსუ-ს ეზოში შეკრებილ ახალგაზრდებს შეუერთდა.

მისი თქმით, ახალგაზრდების იდეას იზიარებს ქვეყანაში არსებული რეალობის შეცვლის თაობაზე.

„მე მოვედი ახალგაზრდებთან, მიყვარს, ვგიჟდები ახალგაზრდებზე იმიტომ, რომ ისინი სწორ გზაზე დგანან. ჩემ დროს ძალიან ცუდი ცხოვრება იყო, საბჭოთა კავშირი, ჯაზს ვმღეროდი და აკრძალული მქონდა ჯაზი.

არსებული რეალობა უნდა შეიცვალოს. რა გაგვიკეთეს, ახალგაზრდებს სახეში ურტყეს, ნაწილი კი ციხეშია. დედები გამოდიან და წარმოდგენილი მაქვს, გულში რა აწუხებთ. შეიძლება ასეთი ტრაგედიის გაკეთება ულამაზეს ქვეყანაში? ნახეთ, რა ახალგაზრდები არიან.

ეს „ქართულ ოცნება” კი არა, ეს არის ჯოჯოხეთი. ვფიქრობ, ძალიან რთული ცხოვრება ექნებათ იმიტომ რომ რაც გააკეთეს, ის მაგათკენ მიბრუნდება, სხვანაირად არ გამოვა“, - განაცხადა გიული ჩოხელმა „ინტერპრესნიუსთან“.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე