გივი თარგამაძე - გამოკითხვის ძირითადი არსი იყო, რომ ასეთ ვითარებაში ჩემი განცხადება ვნებდა თუ არა ქვეყანას - ჩემი პასუხი არის ერთმნიშვნელოვნად „არა“! - შევეცადე ამეხსნა, რომ ქვეყანას ვნებს რაც ხდება და რისი პრევენციაც ვერ ხერხდება

1 საათის წინ
კატეგორიები: RSS პოლიტიკა
პოსტი ნახა: 24

[გამოკითხვის] ძირითადი არსი იყო, რომ ასეთ ვითარებაში ჩემი განცხადება ვნებდა თუ არა ქვეყანას. ჩემი პასუხი არის ერთმნიშვნელოვნად „არა!“ - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გივი თარგამაძემ ჟურნალისტებს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მისივე თქმით, მან გამოკითხვაზე დააფიქსირა, რომ ყველა ინფორმაცია ჰქონდა ღია წყაროებიდან.

„მოლოდინები არანაირი არ მაქვს. [გამოკითხვის] ძირითადი არსი იყო, რომ ასეთ ვითარებაში ჩემი განცხადება ვნებდა თუ არა ქვეყანას. ჩემი პასუხი არის ერთმნიშვნელოვნად „არა!“. შევეცადე ამეხსნა, რომ ქვეყანას ვნებს რაც ხდება და რისი პრევენციაც ვერ ხერხდება. ჩემი შეფასება იყო მოწოდებული იმისთვის, რომ მეტად იმუშაონ და პრევენცია მოახდინონ იმისი, რაც ვნებს ქვეყანას.

ყველა ინფორმაცია მქონდა ღია წყაროებიდან, მათაც აქვთ და ყველას აქვს, შესაბამისი მუშაობა უნდა ამ ფაქტებზე, იმისთვის, რომ ეს არ გაგრძელდეს. სამწუხაროდ, ჩვენი გამოკითხვების პარალელურად სიტუაცია ვითარდება ძალიან საჯაროდ, თავხედურად, ძალიან მიზანმიმართულად და შეუჩერებლად. ამიტომ იმედი მაქვს, რომ დაძაბავენ თავის ძალისხმევას და მიმართავენ იქით, საითკენაც უნდა მიმართონ. არანაირი გამოსვლა და განხილვა არ აჩენს საფრთხეს, საფრთხეს აჩენს ის ქმედება, რომელიც გრძელდება, რომლის პრევენციაც ამ სამსახურმა უნდა მოახდინოს. ვერ მუშაობს სათანადოდ ეს სისტემა, ხომ ფაქტია, პრევენციას ვერ ახდენს და მე მინდა, რომ მოახდინოს, ეს იყო ჩემი მიზანი“,- განაცხადა გივი თარგამაძემ.

თუ ლიბანი „ჰეზბოლას“ თავდასხმებს არ შეაჩერებს, მაშინ ამას ისრაელი თავად გააკეთებს, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა.  ისრაელ კაცის ცნობით, მან და ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელის თავდაცვის ძალებს უბრძანეს, რომ „ლიბანში მოქმედების გაფართოებისთვის მოემზადონ“.  ცნობისთვის, ლიბანის ხელისუფლების ინფორმაციით, ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის კონფლიქტის განახლების შემდეგ ლიბანში ისრაელის დარტყმების შედეგად 600-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
წინა ახალი ამბავი

შემდეგი ახალი ამბავი
შსს - პარლამენტის წინ, კარავში ხანძარი გაჩნდა, რასთან დაკავშირებითაც გამოძიება დაიწყო, გამოიკითხა ადგილზე მყოფი გოჩა ბაშელიშვილი, რომან იაცენკო და დარეჯან ცხვიტარია - ამოღებულია დაზიანებული კარავი და გათავისუფლდა პერიმეტრი

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე