გოგონას საშველად ზღვაში შესულ ბიძას გული გაუსკდა… - ორმაგი ტრაგედია ოკუპირებული გალში

გოგონას საშველად ზღვაში შესულ ბიძას გული გაუსკდა… - ორმაგი ტრაგედია ოკუპირებული გალში

3 საათის წინ
კატეგორიები: რეგიონი შემთხვევა
პოსტი ნახა: 334

მძიმე ტრაგედია მოხდა გუშინ ოკუპირებული გალის სოფელ გაგიდეში. გავრცელებული ცნობით, გალის 1-ელი საჯარო სკოლის მე-10 კლასელი ელენე ჭოლარია ზღვაში დაიხრჩო, ასევე დაიღუპა გოგნას ბიძა, რომელიც ზღვაში მის გადასარჩენად შევიდა.

ოჯახის ახლობლებლის თქმით მას გულმა უმტყუნა.

,,სიტყვები უძლურია. ყველას გითანაგრძნობთ უფალს ებარებოდეთ”

,,უსაზღვროდ კარგი ადამიანი დაიღუპა. ყველას ტკივილის, ჭირის გამზიარებელი.ყველას გვერდში მდგომი.დიდსულოვანი.როგორი ვაჟკაცი იყო სიცოცხლეში ბოლო წუთებშიც დაამტკიცა.აბობოქრებულ ზღვას მისცა თავი პატარა გოგო რომ გადაერჩინა.სამწუხაროა და დასანანი ვერც ერთი ვერ გადარჩა - .უფალმა დაუმკვიდროს სასუფეველი.”

,,ვერ ვიჯერებ ჩვენი კეთილი და უბოროტო ზაზა. ელენიკო როგორ იცხოვროს შენმა მშობლებმა. გასკდა გული.”

„ანგელოზი გოგონა ნაადრევად წავიდა ზეცაში და ზაზა გეგეჭკორი – დიდი ოჯახის პატრონი ახალგაზრდა კაციც დავკარგეთ ნაადრევად – ორმაგი ტრაგედია დაგვემართა“ – წერენ ახლობლები სოციალურ ქსელში და ოჯახს უსამძიმრებენ.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე