გუშინ, 15 ივლისს, გონიოში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული 23 წლის ბიჭი კლინიკაში გარდაიცვალა.
გონიოში ავარიის შედეგად გუშინ სულ 3 პირი დაშავდა, რომლებიც ბათუმის სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს. რაც შეეხება სხვა დაშავებულებს, „ბათუმელებს“ დღეს კლინიკაში უთხრეს, რომ ისინი უკვე გაწერეს.
ambebi.ge ინფორმაციით გარდაცვლილი ახალგაზრდა გიორგი მაისურაძეა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლითაა დაწყებული. ეს მუხლი ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.