Google-მა 2024 წელი შეაჯამა და ყველაზე პოპულარული საძიებო მოთხოვნები დაასახელა. კომპანიამ ისინი კატეგორიებად დაყო, როგორებიცაა: ახალი ამბები, ფილმები, არტისტები, მსახიობები, თამაშები და ა.შ.
ახალი ამბების კატეგორიაში 2024 წელს ყველაზე ხშირად აშშ-ის არჩევნებს „გუგლავდნენ“. მეორე ადგილზე გავიდა - მაღალი ტემპერატურის შესახებ ინფორმაციის ძიება, მესამეზე კი ოლიმპიადა.
პოპულარული ადამიანების კატეგორიაში ყველაზე დიდი ინტერესი მსოფლიოს მასშტაბით გამოიწვიეს დონალდ ტრამპმა, უელსის პრინცესა კეიტ მიდლტონმა და კამალა ჰარისმა.
რაც შეეხება გარდაცვლილი ცნობილი სახეების კატეგორიას, ყველაზე ხშირად Google-ში ლიამ პეინის შესახებ ეძებდნენ ინფორმაციას. მეორე ადგილზე ამ კატეგორიაში ტობი კითი გავიდა, მესამეზე კი ო ჯეი სიმფსონი.
ფილმებს შორის პირველ ადგილზე მულტფილმი Inside Out 2, მეორეზე კი Deadpool & Wolverine გავიდა. ყველაზე ძიებადი პერსონა მუსიკის სამყაროში კი ფი დიდი აღმოჩნდა.
დეტალურად სიის ნახვას ამ ბმულზე შეძლებთ.