🔴 გორის და ატენის მიტროპოლიტი ანდრია გვაზავა მის შესახებ გავრცელებულ ცნობებს ქადაგების დროს სპარსული ანდაზით გამოეხმაურა - "თავს ნუ იმართლებ, იმიტომ, რომ მეგობარს შენი ისედაც სჯერა, მტერი კი მაინც არ დაგირეჯერებს"
30 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სინოდის სხდომაზე საპატრიარქო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის დაყენება სურდა მიტროპოლიტ ანდრია გვაზავას. "ფორმულას" ცნობით, "მოსაყდრე შიოს მხარდაჭერებმა" მეუფეს "გარკვეულ ზნეობრივ დარღვევაზე" მიუთითეს, რის შემდეგაც მიტროპოლიტმა კანდიდატურის დაყენება გადაიფიქრა.
მიტროპოლიტ ანდრია გვაზავასთან დაკავშირებით გავრეცელებულ ინფორმაციაზე განცხადება გაავრცელა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმაც.
განცხადების მიხედვით, მოჩვენებითი ქომაგობითა და ზღვარსგადასული ინტერესით, ეკლესიის არაკეთილმოსურნენი ცდილობენ, რომ დააკნინონ მღვდელმთავრების ღირსება.
🔴 გორის და ატენის მიტროპოლიტი ანდრია გვაზავა მის შესახებ გავრცელებულ ცნობებს ქადაგების დროს სპარსული ანდაზით გამოეხმაურა - "თავს ნუ იმართლებ, იმიტომ, რომ მეგობარს შენი ისედაც სჯერა, მტერი კი მაინც არ დაგირეჯერებს"
04-05-2026 22:02
პოსტი ნახა: 588
წინა ახალი ამბავი
ვისთვის გაიზარდა ეკონომიკა?!
შემდეგი ახალი ამბავი
სრული ცინიზმია, პროპაგანდისტული ზეიმების ჩასატარებლად ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნა, მაშინ როცა ასეთი სარაკეტო და დრონებით თავდასხმები ყოველდღიურად ხორციელდება, - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ მორიგ თავდასხმას.
მსგავსი სიახლეები
02-05-2026 16:33