გორის კულტურის სახლის ყოფილი შენობა აუქციონზე გაიტანეს

გორის კულტურის სახლის ყოფილი შენობა აუქციონზე გაიტანეს

02-05-2025 16:56
კატეგორიები: საზოგადოება

გორის კულტურის ყოფილი სახლი შენობა/მიწის ნაკვეთი აუქციონზე გაიტანეს. როგორც ინფორმაციაშია გავრცელებული, მყიდველმა  ქონების პრივატიზებიდან 5 თვის ვადაში,   არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟი უნდა განახორციელოს, უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე ფასად 293000.00 ლარი განისაზღვრა. 

 

,,აუქციონის პირობად განისაზღვროს შემდეგი: ა) მიწის ნაკვეთზე განთავსებული კულტურის სახლის ტექნიკური მდგომარეობა მწვავე ავარიულია , მყიდველი ვალდებულია ქონების პრივატიზებიდან 5 თვის ვადაში, მოხდეს არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟი, უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით. დემონტაჟის პროექტი უნდა შეთანხმდეს გორის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის განყოფილებასთან. მყიდველმა,  ამავე ვადაში, უნდა მოაწესრიგოს პრივატიზებული ტერიტორია, მათ შორის, მიწის ნაკვეთზე არ განათავსოს დემონტაჟის შედეგად მიღებული მასალები.

 ბ) მიწის ნაკვეთის ნაწილი, 66.79 კვ.მ. დატვირთულია სერვიტუტის უფლებით, რომელიც წარმოადგენს კერძო მიწის ნაკვეთებთან მისასვლელ ერთადერთ გზას. დემონტაჟის განხორციელებისას და მიწის ნაკვეთის შემდგომში გამოყენებისას არ შეიზღუდოს კერძო ნაკვეთების მესაკუთრეთა გზით  სარგებლობის უფლება;                                                                                             

გ) მიწის ნაკვეთზე ხაზობრივი ნაგებობის არსებობის შემთხვევაში, ობიექტის შემძენზე გავრცელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები ხაზოვანი ნაგებობის დაცვის წესის შესახებ.

ელექტრონული აუქციონის ფორმით ქონების პრივატიზებისას, ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის საფუძველზე 15 კალენდარული დღის ვადაში, ფორმდება  აუქციონატორსა და აუქციონში გამარჯვებულს შორის წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულება. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული პირი ხელშეკრულების გაფორმებიდან  15  კალენდარული დღის ვადაში იხდის შეძენილი ქონების სრულ საპრივატიზებო საფასურს.

     თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ ელექტრონულ აუქციონში რეგისტრირებული პირები, რომლებმაც აუქციონში მონაწილეობის მისაღებად, დადგენილი წესით, გადაიხადეს „ბე“ ან წარადგინეს/გააქტიურეს (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, არ მიიღებენ მონაწილეობას ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ აუქციონში მონაწილეობისათვის გადახდილი „ბე“ ან წარდგენილი/გააქტიურებული (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია სრულად ირიცხება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.

         ქონების პრივატიზება ხორციელდება ,,მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის,საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის #669 დადგენილების საფუძველზე.''- წერია  გორის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებაში.

შეგახსნებთ, რომ 2024 წლის, მაისში აღნიშნული შენობა დაიწვა, მას შემდეგ გორის მერიას მისი გაყიდვა სურს. გასხვისების უფლების ნებართვა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გასცა.

 

პოსტი ნახა: 927


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე