გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს  ხელისუფლების წარმომადგენლების  ჭამა-სმა  7239 ლარი  დაუჯდა

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს ხელისუფლების წარმომადგენლების ჭამა-სმა 7239 ლარი დაუჯდა

პოსტი ნახა: 543
სსიპ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტმა რესტორან „ვილა პარკს“ 7239 ლარი გადაუხადა სუფრისთვის, რომელიც სპეციალურად განათლების მინისტრ გივი მიქანაძისთვის, პარლამენტის წევრ მარიამ ლაშხისთვის, თსუ-ს რექტორ ჯაბა სამუშიასთვის და სხვა მაღალი რანგის სტუმრებისთვის გაიშალა.
 თუმცა, განათლების სამინისტროდან და თსუ-დან გვაცნობეს, რომ სუფრაზე არ იმყოფებოდნენ გივი მიქანაძე და ჯაბა სამუშია.
აღსანიშნავია, რომ თანხის გადარიცხვა განხორციელდა 2025 წლის 16 ივლისს,  როგორც ანგარიშფაქტურაშია აღნიშნული.
ხელშეკრულებაში ვკითხულობთ, რომ სუფრა უნდა გაშლილიყო იმ პირებისთვის, რომლებიც მიწვეულნი იყვნენ გორის უნივერსიტეტის დაარსებიდან 90 წლის საიუბილეო ღონისძიებაზე.
შეგახსენებთ, რომ მიწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ: განათლების მინისტრი გივი მიქანაძე; პარლამენტის წევრი მარიამ ლაშხი; თსუ-ს რექტორი ჯაბა სამუშია; საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია; პარლამენტის წევრი, აკადემიკოსი გიორგი სოსიაშვილი; აღმასრულებელი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები; პარტნიორი უნივერსიტეტების რექტორები.

აღსანიშნავია, რომ სწორედ მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე 12-12 დღიანი პატიმრობა შეუფარდა სასამართლომ სტუდენტებს, - 19 წლის ლიკა ლორთქიფანიძეს და 20 წლის თათია აფრიამაშვილს, მესამე სტუდენტი მაგდა მამუკაშვილი კი 4000 ლარით დააჯარიმეს. ბრალდების მხარე მათ დეპუტატის შეურაცხყოფას ედავებოდა.

საიუბილეო სამახსოვრო მედალი რექტორმა გაბუნიასა და ლაშხს გორის უნივესიტეტის დაარსებიდან 90 წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე გადასცა. აღნიშნულ ღონისძიებას ესწრებოდნენ ახლადდანიშნული განათლების მინისტრი გივი მიქანაძე, უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი და "ქართული ოცნების" დეპუტატი პარლამენტში გიორგი სოსიაშვილი, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

წყარო - ქართლის ამბები. 


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე