გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს

24-07-2025 16:34
პოსტი ნახა: 1279

სსიპ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ საიბუბილეო ღონისძიებასთან დაკავშირებით,  მედიაში არასწორი ინფორმაცია გავრცელდა. ადმინისტრაციული ორგანოს განცხადებით, რესტორან ,,ვილა პარკში" არ  უმასპინძლეს განათელების მინისტრსა და პარლამენტის წევრებს, მარიამ ლაშხსა და გიორგი გაბუნიას. 

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: 

,,გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომელიც შეიცავს ცილისმწამებლურ, არასწორ და შეცდომაში შემყვან დეტალებს  - თითქოს გორის უნივერსიტეტმა 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით  განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძეს რესტორანში უმასპინძლა“ - ამის შესახებ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის განცხადებაშია აღნიშნული

„2025 წლის 23 ივლისს მედიაპლატფორმა qartli.ge-ზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომელიც შეიცავს ცილისმწამებლურ, არასწორ და შეცდომაში შემყვან დეტალებს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის 90 წლის იუბილის ფარგლებში გამართულ საზეიმო ვახშამთან დაკავშირებით.

კერძოდ, პუბლიკაციაში მითითებულია, თითქოს უნივერსიტეტმა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს, ბატონ გივი მიქანაძეს, პარლამენტის წევრებს, ქალბატონ მარიამ ლაშხსა და ბატონ გიორგი გაბუნიას რესტორან “ვილა პარკში” უმასპინძლა.

გვსურს განვაცხადოთ, რომ მითითებული პირები აღნიშნულ ვახშამს არ დასწრებიან, შესაბამისად, გამოქვეყნებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს.

საზეიმო ვახშამს ესწრებოდნენ სხვა საპატიო სტუმრები, მათ შორის საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან სპეციალურად უნივერსიტეტის იუბილისთვის ჩამოსული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორები, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები და სხვ.

რაც შეეხება რესტორან „ვილა პარკთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებას – ის უკავშირდება უნივერსიტეტის იუბილის ფარგლებში ჩატარებულ საზეიმო ვახშამს და არ უკავშირდება რომელიმე მაღალჩინოსნისთვის სპეციალურად გამართულ სუფრას. გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ უნივერსიტეტი ყველა ფინანსურ ოპერაციას ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით, გამჭვირვალედ და ანგარიშვალდებულად.

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი მოუწოდებს მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ ცილისმწამებლური, გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან და დაიცვან ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტი.

საზოგადოებრივი ინტერესისა და სამართლიანი ინფორმირების პრინციპების დაცვის გათვალისწინებით. მოვუწოდებთ qartli.ge-ს, მოახდინოს აღნიშნული პუბლიკაციის შესწორება“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე