გორში, ბავშვებისთვის ყველაზე საყვარელი გასართობი სივრცე „ჟირაფი ჟოზეს სახლში“ გაიხსნა, სადაც მისულ სტუმრებს ფერადი და უსაფრთხო გარემო, სხვადასხვა ტიპის ატრაქციონები, სათამაშო ზონები და შემეცნებითი აქტივობები დახვდება.
„ჟირაფი ჟოზეს სახლში" სულ მალე გაიხსნება კიდევ ერთი სივრცე, სადაც შესაძლებელი იქნება როგორც დაბადების დღეების, ასევე თემატური და სადღესასწაულო ღონისძიებების ჩატარება.
„ჟირაფი ჟოზეს სახლი“ მდებარეობს გორში, ცხინვალის გზატკეცილზე, №12-ში.