გრიგოლ გეგელია -  „3 წლის განმავლობაში ეს რეჟიმი უსინდისოდ აშინებდა ადამიანებს, რომ უკრაინა გვითრევდა ომში და უნდოდა საქართველოში „მეორე ფრონტი" გაეხსნა. ამას 3 წლის განმავლობაში ვისმენდით კობახიძისგან, რომელიც გუშინ აიტუზა და ზელენსკის ძალიან თბილად ესაუბრა. ეს არის იმ სიყალბის განსახიერება, რაც არის კობახიძე, ბოჭორიშვილი და ეს რუსულ-ირანულ-ჩინური რეჟიმი".

05-05-2026 14:18
კატეგორიები: RSS პოლიტიკა
პოსტი ნახა: 473

ვხედავთ „ქოცური“ რეჟიმის მხრიდან პოზიციების რევიზიას,- ასე შეაფასა კოალიცია „ძლიერი საქართველო - ლელოს“ საგარეო მდივანმა, გრიგოლ გეგელიამ ერევანში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისგან.

როგორც გეგელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, 3 წლის მანძილზე „ქართული ოცნება“ საზოგადოებას ატყუებდა, რომ უკრაინა საქართველოს ომში ითრევდა და ეს ფაქტიც არის რეჟიმის სიყალბის განსახიერება.

„3 წლის განმავლობაში ეს რეჟიმი უსინდისოდ აშინებდა ადამიანებს, რომ უკრაინა გვითრევდა ომში და უნდოდა საქართველოში „მეორე ფრონტი" გაეხსნა. ამას 3 წლის განმავლობაში ვისმენდით კობახიძისგან, რომელიც გუშინ აიტუზა და ზელენსკის ძალიან თბილად ესაუბრა. ეს არის იმ სიყალბის განსახიერება, რაც არის კობახიძე, ბოჭორიშვილი და ეს რუსულ-ირანულ-ჩინური რეჟიმი. 3 წლის განმავლობაში აშინებდნენ ადამიანებს ზოგიერთი არხის გამოყენებით და ახლა ვითომ ცდილობენ უკრაინასთან ვითარების სტაბილიტიზაციას. ესენი არიან ყალბი ადამიანები. ვინმე თუ კიდევ მათ მხარს უჭერს, კარგად უნდა დაფიქრდეს, როგორ შეიძლება დაუჭირო მხარი ისეთი ტიპის პოლიტიკოსს, რომელიც 3 წელი გეუბნებოდა, რომ უკრაინა ომში გვითრევდა და ქართველი ბიჭები დაიხოცებოდნენ ომში. 3 წლის განმავლობაში ამბობდნენ, რომ ევროკავშირი გეგმავდა ყველა ქართველი კაცი გეი გამხდარიყო, ახლა გამოვიდნენ და რადიკალურად ცვლიან რიტორიკას საკუთარი ტყავის გადასარჩენად იმიტომ, რომ ქართველი ხალხი მათ არასდროს აინტერესებდათ და არც ახლა აინტერესებთ. კობახიძისგან და მათი ცირკის სხვა ტაკიმასხარებისგან განსხვავებით, ვოლოდიმირ ზელენსკი არის მსოფლიო მასშტაბის პოლიტიკოსი, რომელიც ზრუნავს იმაზე, რომ უკრაინას რაც შეიძლება ბევრი მომხრე ჰყავდეს. ზელენსკის არასდროს ჰქონია სხვა დამოკიდებულება ამ რეჟიმის მიმართ, ამ რეჟიმს ჰქონდა სხვა დამოკიდებულება“, - განაცხადა გეგელიამ.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში მსოფლიო ლიდერებს შეხვდა, მათ შორის უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის.

„ვიზალიბერალიზაცია სომეხი ხალხისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. დღეს დავამტკიცეთ სამუშაო შეთანხმებები FRONTEX-სა და სომხეთს შორის, რაც განამტკიცებს თანამშრომლობას საზღვრისა და მიგრაციის მართვის სფეროში“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. „ჩვენ სომხურ ბიზნესს ახალ ბაზრებზე გასვლაში ვეხმარებით, ინვესტიციებს ვახორციელებთ დასაქმების სფეროში, რასაც უსაფრთხოებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
წინა ახალი ამბავი

შემდეგი ახალი ამბავი
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის, მეუფე გიორგი ჯამდელიანის განცხადებით, არ აპირებდნენ მეუფე იობის დიპლომის დაკარგვასთან დაკავშირებული საკითხის გახმაურებას, რადგან არ სურდათ, რომ „ზედმეტი მღელვარება შეეტანათ საზოგადოებასა და საეკლესიო წრეებში“. როგორც გიორგი ჯამდელიანი აღნიშნავს, მეუფე იობის მიმართ ერთგვარი დისკრედიტაციის მცდელობა მიმდინარეობდა, თითქოს ის ცრუობს და დიპლომი არ აქვს.

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე