გუბაზ სანიკიძე გამოკითხვის შემდეგ - შეკითხვები ჰქონდათ ჩემს გამოსვლასთან დაკავშირებით - არ დავმალავ, მეც მქონდა მათთან შეკითხვები, თუმცა პასუხი ვერ გასცეს. სუს-ში დაწყებული გამოძიების ფარგლებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გუბაზ სანიკიძის გამოკითხვა დასრულდა. სანიკიძე სუს-ის გამომძიებლების შეკითხვებს თითქმის ერთი საათის განმავლობაში პასუხობდა.

1 საათის წინ
კატეგორიები: RSS პოლიტიკა
პოსტი ნახა: 19
გუბაზ სანიკიძე გამოკითხვის შემდეგ - შეკითხვები ჰქონდათ ჩემს გამოსვლასთან დაკავშირებით - არ დავმალავ, მეც მქონდა მათთან შეკითხვები, თუმცა პასუხი ვერ გასცეს.
სუს-ში დაწყებული გამოძიების ფარგლებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გუბაზ სანიკიძის გამოკითხვა დასრულდა.
სანიკიძე სუს-ის გამომძიებლების შეკითხვებს თითქმის ერთი საათის განმავლობაში პასუხობდა.
მან გამოკითხვის დასრულების შემდეგ მხოლოდ ის განაცხადა, რომ უწყებასთან კითხვები თავადაც ჰქონდა, თუმცა, პასუხები ვერ მიიღო.
„შეკითხვები ჰქონდათ ჩემს გამოსვლასთან დაკავშირებით, არ დავმალავ, მეც მქონდა მათთან შეკითხვები. მე ყველა კითხვას გავეცი პასუხი, მათ ჩემს შეკითხვებს პასუხი ვერ გასცეს",- განაცხადა სანიკიძემ.
მან ჟურნალისტების მიერ დასმულ სხვა კითხვებს პასუხი არ გასცა, მათ შორის იმას, შესაძლოა თუ არა, ის ბრალდებულის ამპლუაში აღმოჩნდეს.
გუბაზ სანიკიძის გარდა, გამოკითხვაზე დაბარებულია ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გივი თარგამაძე, რომლის პოზიციაც ჯერ ცნობილი არაა. ასევე, გამოიკითხებიან თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი და „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ წევრი, გიორგი კანდელაკი. ჩვენებას ისინიც მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მისცემენ.
მათთან სუს-ის გამომძიებლებს კითხვები მათ მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებზე ექნებათ, რომელიც „საქართველოში ირანის გავლენების გაზრდას ეხებოდა".
ცნობისთვის, გივი თარგამაძე, თინა ხიდაშელი, გუბაზ სანიკიძე და გიორგი კანდელაკი სისხლის სამართლის კოდექსის 319-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში არიან გამოკითხვაზე დაბარებული, რაც უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

„ახლო აღმოსავლეთში ომი გრძელდება და ქაოსი ვრცელდება. ნავთობის ფასები იზრდება. ვაშინგტონმა შესაძლოა რუსულ ნავთობზე სანქციები მოხსნას. ვინ არის აქ ნამდვილი გამარჯვებული?“, -  ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი სოციალურ ქსელში წერს.  ცნობისთვის, აშშ-ის ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე აშშ რუსული ნავთობის წინააღმდეგ დაწესებული დამატებითი სანქციების მოხსნის შესაძლებლობას განიხილავს.
წინა ახალი ამბავი

შემდეგი ახალი ამბავი
ლოზუნგით „ძალა ერთობაშია“ პარლამენტის მიმართულებით საპროტესტო მარში მიმდინარეობს. მოქალაქეები თავდაპირველად ფილარმონიასთან შეიკრიბნენ, საიდანაც საკანონმდებლო ორგანოსკენ მსვლელობით დაიძრნენ. მათ ადგილზე მიტანილი აქვთ საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების დროშები. ასევე, ბანერები სხვადასხვა წარწერით, რითაც აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას ითხოვენ. მარშის მონაწილეები პარლამენტთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს შეუერთდებიან და პროტესტი დღეს სწორედ საკანონმდებლო ორგანოსთან დასრულდება.

მსგავსი სიახლეები

5 საათის წინ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე ისტორიკოსი და ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გუბაზ სანიკიძე და თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი დაიბარეს. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ მათ განაცხადეს, მზად არიან სუს-ის მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში კითხვებს უპასუხონ, თუმცა კითხვებზე პასუხის გაცემას მხოლოდ მაგისტრატ მოსამართლესთან აპირებს გუბაზ სანიკიძე. „ჯერ ველოდები მოსამართლის ზარს. კითხვებს, რა თქმა უნდა, მოსამართლის წინაშე ვუპასუხებ“- განაცხადა გუბაზ სანიკიძემ რაც შეეხება თინა ხიდაშელს, მისი თქმით, უწყებაში მისვლას აპირებს. „მისვლას ვაპირებ, ოღონდ ჯერ არ ვიცი, როდისაა“, - აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე