გურიაში მოკლული კაცის ნათესავები "პირველებს" ეუბნებიან, რომ არსებობდა სია, სადაც ახალგაზრდა კაცს სავარაუდო მსხვერპლები ჰყავდა ჩამოწერილი, რომლებიც სავარაუდოდ 23 წლის ბიჭს უნდა მოეკლა.

გურიაში მოკლული კაცის ნათესავები "პირველებს" ეუბნებიან, რომ არსებობდა სია, სადაც ახალგაზრდა კაცს სავარაუდო მსხვერპლები ჰყავდა ჩამოწერილი, რომლებიც სავარაუდოდ 23 წლის ბიჭს უნდა მოეკლა.

1 საათის წინ
კატეგორიები: რეგიონი RSS შემთხვევა
პოსტი ნახა: 14

📍 "დაკავებულს ჰქონია სია, ვინ უნდა მოეკლა"

გურიაში მოკლული კაცის ნათესავები "პირველებს" ეუბნებიან, რომ არსებობდა სია, სადაც ახალგაზრდა კაცს სავარაუდო მსხვერპლები ჰყავდა ჩამოწერილი, რომლებიც სავარაუდოდ 23 წლის ბიჭს უნდა მოეკლა.

ადგილობრივი მოსახლეობა ახლა ექსპერტიზის პასუხებს ელოდება. ცნობილია, რომ ექსპეტიზაზე დაკავებულის კომპიუტერი და ტელეფონია გადატანილი. გამოძიებამ სწორედ ბრალდებულის ტექნიკის გამოკვლევით უნდა დაადგინოს, რამდენად მასშტაბურია (სავარაუდოდ კომპიუტერიული თამაშის) ვირტუალური ქსელი, რომლის ერთ-ერთი თანამონაწილეც სავარაუდოდ 23 წლის ახალგაზრდა იყო.

💬 "ამ ბავშვის სახლში სისხლი რომ არ ენახათ, ვერავინ იფიქრებდა, რომ ეს გიორგიმ ქნა. მანიაკის მოკლული ეგონათ ისიც და ესეც. ამას ეძებდნენ. მშობლებმა რომ აღმოჩინეს, რომ სახლში არ იყო, მერე განგაში იყო. მამა გარდაცვლილის ოჯახში იყო, დედამ თქვა, გიორგი არ არის სახლშიო, სოფელს მოუხმიეს, ეძებეს მერე. გარდაცვლილმაც მოასწრო თქმა მეუღლისთვის გიორგი იყო და მეუღლესაც დანანახი ჰყავს.

პოლიციამ რაღაც რომ წაიღო, მაგის მერე გამოვიდა ინფორმაცია, რომ შეკვეთილი ჰქონდაო. სია არსებობდა, რომ რამდენიმე პიროვნება ჰყავდა ჩამოწერილი, ვინც უნდა მოეკლაო. იცი როგორ შეშინებული ვართ ყველა? ღამე გარეთ კი ვერ გამოვდივართ"- ამბობს ადგილობრივი ტვ პირველთან.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე