გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში საცხოვრებელი სახლი დაიწვა.
ცეცხლი ორსართულიან სახლს გაუჩნდა, სადაც ცოლ-ქმარი ცხოვრობდა. მათ ცეცხლმოკიდებული შენობის დატოვება შეძლეს.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო- სამაშველო ჯგუფები. რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი უცნობია.