გურჯაანის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ: "მოზარდები სოფელში არსებულ სამების ეკლესიიდან ბრუნდებოდნენ. საჭესთან  14 წლის ბავშვი იჯდა..  მანქანას ცეცხლი გაუჩნდა, სულ ხუთნი ისხდნენ, ორი გადმოვარდა და სამი არასრულწლოვანი საბა, მერაბი და გვანცა დაიღუპნენ.  საბა და მერაბი დეიდაშვილები არიან, გარდაცვლილი გოგონა გვანცა, მათი ბიძაშვილია.“ - აღნიშნავენ ადგილობრივები.

1 საათის წინ
კატეგორიები: RSS შემთხვევა
პოსტი ნახა: 26

გურჯაანის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი, რა დროსაც სამი მოზარდი გარდაიცვალა.

ადგილობრივების თქმით, მოზარდები სოფელში არსებულ სამების ეკლესიაში წავიდნენ და იქიდან ბრუნდებოდნენ, როცა ტრაგედია დატრიალდა, საჭესთან კი 14 წლის ბავშვი იჯდა.

„ეს ისეთი უბედურებაა, როცა სიტყვები უძლურია. გაგვანადგურა ამ ამბავმა. გუშინ საღამოს 10:00 საათზე დატრიალდა და ყველა თავზარდაცემულია. საჭესთან 14 წლის ბავშვი, მერაბ შინჯიკაშვილი იჯდა. ყოველთვის დაჰყავდა ხოლმე ამ ბავშვს მანქანა, ხან ტრაქტორი დაჰყავდა. ეს არ იყო მისთვის პირველი შემთხვევა. იქ რა მოხდა, ვერ გეტყვით.

მანქანას ცეცხლი გაუჩნდა, სულ ხუთნი ისხდნენ, ორი გადმოვარდა, ბავშვებს ნეკნები აქვთ დამტვრეული და სამი არასრულწლოვანი საბა, მერაბი და გვანცა დაიღუპნენ. წარმოუდგენელი ამბავია. საბა და მერაბი დეიდაშვილები არიან, გარდაცვლილი გოგონა გვანცა, მათი ბიძაშვილია, ის ქალაქიდან იყო ჩამოსული და ეს დიდი ტრაგედია დაგვატყდა თავს. გლოვაა სოფელში, განადგურებულია ყველა“,- აღნიშნავენ ადგილობრივები.

უბედური შემთხვევა სოფელ მელაანში გვიან ღამით მოხდა. ადგილობრივების თქმით, მსუბუქი ავტომანქანა, რომელშიც ხუთი ადამიანი იმყოფებოდა, შეჯახების შედეგად ამობრუნდა და ცეცხლი გაუჩნდა. ცეცხლმოკიდებული ავტომანქანიდან გადმოსვლა შეძლო ორმა, სამმა კი ვერ მოასწრო.

🔴 ბოლო 1 კვირის განმავლობაში, გორის საბავშო ბაღების ნაწილში ჩუტყვავილის შემთხვევები დაფიქსირდა. შემთხვევების რაოდენობა საგანგაშო არ არის, თუმცა მედიკოსები მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.
წინა ახალი ამბავი
🔴 ბოლო 1 კვირის განმავლობაში, გორის საბავშო ბაღების ნაწილში ჩუტყვავილის შემთხვევები დაფიქსირდა. შემთხვევების რაოდენობა საგანგაშო არ არის, თუმცა მედიკოსები მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.
შემდეგი ახალი ამბავი
ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში კლინიკის სანიტარმა საპირფარეშოში იმშობიარა, რის შემდეგაც ახალშობილს დაზიანებები მიაყენა და მის მოკვლას ცდილობდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა გამთენიისას მოხდა. ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ახალშობილს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა და რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, ამავე კლინიკაშია მოთავსებული დედაც.

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე