ღაზას სექტორში “ჰამასის” მიერ მართული სამოქალაქო თავდაცვის სააგენტო აცხადებს, რომ დღეს დილით ისრაელის მიერ განხორციელებული ფართომასშტაბიანი საჰაერო დარტყმების შედეგად სულ მცირე 33 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
სამოქალაქო თავდაცვის სააგენტოს ცნობით, დაღუპულებს შორის ნახევარზე მეტი ბავშვია.
ისრაელის თავდაცვის ძალებს, ჯერჯერობით, კომენტარი არ გაუვრცელებიათ.
შეგახსენებთ, ისრაელი ღაზას სექტორში გაფართოებულ ოპერაციას აგრძელებს. ისრაელის ოფიციალური პირების თქმით, ოპერაციის ფარგლებში, ისრაელის თავდაცვის ძალები დაიპყრობენ ღაზას და ტერიტორიაზე დარჩებიან, თავს დაესხმებიან „ჰამასს“, ხელს შეუშლიან მას ჰუმანიტარული დახმარების მარაგების კონტროლის ხელში ჩაგდებაში.