„ჰოლიდეი ინნ“-ში დაკავებულ პირს ბრალი ინვენტარის დაზიანების და მუქარის ფაქტზე წარედგინა - პროკურატურის ინფორმაციით, ის საქართველოს და აშშ-ის ორმაგი მოქალაქეა

„ჰოლიდეი ინნ“-ში დაკავებულ პირს ბრალი ინვენტარის დაზიანების და მუქარის ფაქტზე წარედგინა - პროკურატურის ინფორმაციით, ის საქართველოს და აშშ-ის ორმაგი მოქალაქეა

27-09-2025 14:40
კატეგორიები: სამართალი
პოსტი ნახა: 313

საქართველოს პროკურატურამ სასტუმრო “ჰოლიდეი ინნ”-ში ინვენტარის დაზიანების და მუქარის ფაქტზე საქართველოს და აშშ-ის ორმაგი მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.

ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ის ნომერში ჩაიკეტა და გამოსვლაზე უარს აცხადებდა, რა დროსაც სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა სასტუმროს პერსონალს და ინვენტარი დააზიანა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მას ბრალდებასაქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე და 187-ე მუხლების პირველი ნაწილებით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა და სხვისი ნივთის დაზიანება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე