ჰუსტების წინააღმდეგ ტრამპის სამხედრო ოპერაცია $1 მილიარდზე მეტი დაჯდა

ჰუსტების წინააღმდეგ ტრამპის სამხედრო ოპერაცია $1 მილიარდზე მეტი დაჯდა

4 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 190

NBC News-ის თანახმად, ჰუსიტთა დაჯგუფების წინააღმდეგ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სამხედრო ოპერაციებზე, მათ შორის ათასობით ბომბსა და რაკეტაზე, მარტის შემდეგ $1 მილიარდზე მეტი დაიხარჯა, თუმცა არსებითი შედეგი არ მოჰყოლია.

ჰუსიტების წინააღმდეგ აშშ-ის მრავალკვირიანი სამხედრო ოპერაციების მიუხედავად, დაჯგუფებამ გასულ კვირას ისრაელის მთავარ აეროპორტზე იერიში მაინც მიიტანა. ამავე დროს, დონალდ ტრამპის მოულოდნელი შეთავაზება, რომლის ფარგლებშიც აშშ ჰუსიტებზე თავდასხმასა და სხვა ტიპის ოპერაციებს შეაჩერებს იმის სანაცვლოდ, რომ თავად დაჯგუფებაც შეწყვეტს ამერიკულ გემებზე თავდასხმას, სავარაუდოდ, უფრო ეფექტური აღმოჩნდება და დაპირისპირებულ მხარეებს შორის კონფლიქტს გადაჭრის.

შეთანხმების დეტალები უცნობია, მათ შორის ისიც, თუ რა ფორმით შეთანხმდნენ მხარეები და რა ვადებთანაა დაკავშირებული სამშვიდობო შეთანხმება, ან რამდენ ხანს გაგრძელდება შეთანხმებით გათვალისწინებული პირობები. ცნობილია მხოლოდ ის, რომ აშშ-სა და ჰუსიტთა დაჯგუფებას შორის შეთანხმებას ომანის მთავრობამ უშუამდგომლა. ამასთან, როგორც ვიცით, შეთანხმება მხოლოდ აშშ-ში რეგისტრირებულ გემებზე გავრცელდება და ჰუსიტებს კვლავ შეეძლებათ სხვა ქვეყნების, ძირითადად კი ისრაელის სატვირთო გემებზე თავდასხმა.

უფლებამოსილი პირები აღნიშნავენ, რომ იემენში აშშ-ის ოპერაციების წარმატების შეფასება რთულია: ამერიკულ დრონების ნაწილს ჰუსტები ანეიტრალებდნენ, ხოლო იმის გამო, რომ იემენში ამერიკელი სამხედროები არ არიან, პენტაგონის კამპანიის ეფექტიანობის შეფასება შეუძლებელია.

ამერიკული მედიის ცნობით, ჰუსტების წინააღმდეგ ამერიკული კამპანიის დაწყებიდან, ანუ 15 მარტიდან დღემდე, პენტაგონმა დაახლოებით 2 000 ბომბი და რაკეტა გამოიყენა, რომელთა ღირებულებაც $775 მილიონს აღემატება. საუბარია ასობით ბომბზე, რომელთა ღირებულებაც $85 000-ს აღემატება, ასევე სულ მცირე 75 Tomahawk-ზე, რომელიც ერთი ცალი $1.9 მილიონი ჯდება, და სულ მცირე 20 AGM 158-ზე, რომლის ღირებულებაც, თითოეულ რაკეტაზე $1.5 მილიონია.

რიცხვების გასაჯაროების შემდეგ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლმა NBC-სთან აღნიშნა, რომ ხარჯები გადაჭარბებულია და სინამდვილეში $400 მილიონთანაა მიახლოებული, თუმცა სხვა ოფიციალური პირები ამ ცნობას უარყოფენ.

NBC-სთვის ცნობილი გახდა, რომ შეერთებულმა შტატებმა სულ მცირე $10 მილიონი დახარჯა სამხედრო აღჭურვილობებისა და ტექნიკის გემებით გადასაზიდად. ცალკე დანახარჯები გაიღო ფედერალურმა ბიუჯეტმა აღჭურვილობის საჰაერო გზით ტრანსპორტირებისთვისაც.

ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კრიტიკა, რომ ჰუსიტების წინააღმდეგ მისი ბრძოლა გრძელვადიანი არ იქნებოდა, კამპანიის დაანონსებისთანავე გაჩნდა. ბაიდენის პრეზიდენტობის დრო პენტაგონის ერთ-ერთი წამყვანი თანამდებობის პირი, დანა შტრული NBC-სთან აღნიშნავს, რომ ჰუსტების წინააღმდეგ რეალური შედეგის მისაღწევად ვაშინგტონს საჭირო რესურსებისა და ყურადღების დათმობა არ შეეძლო.

იმ შემთხვევაში, თუ ტრამპის მიერ გამოცხადებული შეთანხმება რეალურად შესრულდება, აშშ-ს საშუალება ექნება, ჰუსიტების წინააღმდეგ თავისი დანახარჯები გაამართლოს, თუმცა ფაქტი, რომ ირანის მიერ მხარდაჭერილ დაჯგუფებას შავ ზღვაში გადაზიდვების შეფერხება კვლავ შეეძლება, უცვლელი რჩება.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე