იაპონიის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში 6.7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა,  ხელისუფლებამ ცუნამის შესახებ გაფრთხილება გამოსცა  - ინფორმაციას BBC-ი იაპონიის მეტეოროლოგიურ სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს..

იაპონიის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში 6.7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, ხელისუფლებამ ცუნამის შესახებ გაფრთხილება გამოსცა - ინფორმაციას BBC-ი იაპონიის მეტეოროლოგიურ სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს..

1 საათის წინ
კატეგორიები: RSS მსოფლიო
პოსტი ნახა: 86

სააგენტოს ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი აომორის პრეფექტურის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარეობს.

მეტეოროლოგიურმა სააგენტომ იაპონიის აღმოსავლეთ სანაპიროს ნაწილებში ცუნამის შესახებ გაფრთხილება გაავრცელა და განაცხადა, რომ ტალღების სიმაღლემ შესაძლოა ერთ მეტრს მიაღწიოს.

იაპონიის საგანგებო სიტუაციების გამაფრთხილებელი აპლიკაციის, NERV-ის მონაცემებით, აომორის პრეფექტურის ქალაქ მუცუში 6 000-მდე ადამიანისთვის ევაკუაციის შეტყობინებები გაიცა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ამავე რეგიონში 7.5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რის შედეგადაც 50-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე