ილია თოფურიამ ოლივეირა დაამარცხა და UFC-ს მსუბუქი წონის ჩემპიონია

ილია თოფურიამ ოლივეირა დაამარცხა და UFC-ს მსუბუქი წონის ჩემპიონია

9 საათის წინ
კატეგორიები: სპორტი
პოსტი ნახა: 212

ილია თოფურია UFC-ს მსუბუქი წონის ჩემპიონია.

მან ბრაზილიის სახელით მოასპარეზე ჩარლზ ოლივეირა დაამარცხა. ქართველმა მებრძოლმა შეხვედრა პირველივე რაუნდში ნოკაუტით მოიგო.

ამ გამარჯვების შემდეგ ილია თოფურია ორი წონის - ქვემსუბუქი და მსუბუქი წონის ჩემპიონია.

ილია თოფურია 2024 წლის თებერვალში ალექსანდრ ვოლკანოვსკის დამარცხების შემდეგ UFC-ს ქვემსუბუქი დივიზიონის (65კგ) ჩემპიონი გახდა. აღნიშნული ტიტული მან ოქტომბერში მაქს ჰოლოვეისთან შეხვედრაში დაიცვა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე