ილონ მასკის განცხადებით, დონალდ ტრამპის შესახებ გამოქვეყნებულ ზოგიერთ პოსტს ნანობს.
„პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შესახებ გასულ კვირას გამოქვეყნებულ ზოგიერთ ჩემს პოსტს ვნანობ. ისინი მეტისმეტი იყო“, - წერს ილონ მასკი X-ზე.
შეგახსენებთ, გასულ კვირას, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი და ილონ მასკი ერთმანეთს მას შემდეგ დაუპირისპირდნენ, რაც აშშ-ის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის (DOGE) ყოფილმა ხელმძღვანელმა, კომპანია Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, მილიარდერმა ილონ მასკი დონალდ ტრამპის საბიუჯეტო კანონპროექტი გააკრიტიკა.
სოციალურ ქსელებში მიმდინარე საჯარო დაპირისპირებისას ილონ მასკმა აშშ-ის პრეზიდენტის შესახებ რამდენიმე პოსტი გამოაქვეყნა, მათ შორის ბიზნესმენმა განაცხადა, რომ „მის გარეშე დონალდ ტრამპი არჩევნებს წააგებდა“.
მოგვიანებით, ილონ მასკმა დაწერა, რომ დონალდ ტრამპი „ეპშტეინის ფაილებშია“.
„დროა, ნამდვილად დიდი ბომბი ჩამოვაგდო: დონალდ ტრამპი ეპშტეინის ფაილებშია. ეს არის რეალური მიზეზი, რის გამოც ისინი საჯაროდ არ გამოქვეყნებულა“, - დაწერა მასკმა X-ზე.