იმერეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა

იმერეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა

10-07-2025 16:34
კატეგორიები: რეგიონი
პოსტი ნახა: 474

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, აჭარაში, სამცხე-ჯავახეთში, იმერეთსა და კახეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 9 ფაქტი გამოავლინეს.

მოქალაქეებმა უკანონოდ მოჭრეს სხვადასხვა სახეობის 7 ძირი ხე-მცენარე. ასევე უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყისგან კი, ჯამში 20 ერთეული მორი და 2,2 კუბური მეტრი მოცულობის საშეშე მასალა დაამზადეს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2025 წლის 6 თვეში, ხე-ტყის უკანონო მოპოვების 430 ფაქტი გამოავლინეს.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე