ინდოეთი ყველა ტერორისტს იპოვის და დასჯის, - ამის შესახებ ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ ქაშმირში მომხდარი თავდასხმის შემდეგ პირველ საჯარო გამოსვლისას განაცხადა.
„დღეს, მთელი მსოფლიოს წინაშე ვამბობ, რომ ინდოეთი ყველა ტერორისტისა და მათი თანამზრახველის ვინაობას დაადგეს, მათ იპოვის და დასჯის. ისეთ სასჯელს მიიღებენ, რომლის წარმოდგენაც კი არ შეუძლიათ“, - განაცხადა ნარენდრა მოდიმ.
ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა მსოფლიო ლიდერებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„ინდოეთის სულის სიმტკიცეს ტერორიზმი ვერ გატეხს. ყველა, ვინც ამ საშინელი აქტის უკან დგას პასუხს აგებს. მათი დანდობა არ იქნება“, - აღნიშნა ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა.
შეგახსენებთ, ქაშმირის ინდოეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შეიარაღებულმა პირებმა ტურისტების ჯგუფს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც 26 ადამიანი დაიღუპა. ოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ განახორციელა თავდასხმა, ჯერჯერობით, არ გავრცელებულა, თუმცა, ზოგიერთი მედიასაშუალების ცნობით, შესაძლოა, პასუხისმგებლობა პაკისტანში დაფუძნებულ ორგანიზაცია „ლაშქარ-ე-თაიბასთან“ დაკავშირებულმა ჯგუფმა აიღოს.