ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკიდან წავიდა

ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკიდან წავიდა

23 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი "ქართულ ოცნებას" ტოვებს და პარტიიდან მიდის. ამის შესახებ ღარიბაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„დღეს მინდა გაგაცნოთ პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება. ბოლო რამდენიმე კვირაა არ წყდება სპეკულაციები ჩემს მომავალ პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, საზოგადოების წინაშე თავს ვალდებულად მივიჩნევ არსებულ შეკითხვებს გავცე ამომწურავი პასუხები. დღემდე თითოეული ის ნაბიჯი, რომელიც პოლიტიკურ ცხოვრებაში გადამიდგამს, კონკრეტულ მიზანს ეფუძნებოდა - ჩვენი ქვეყნისა და ხალხის მსახურებას და ჩვენი სახელმწიფოს გაძლიერებას. შესაბამისად, ჩემი მთავარი მოტივაციაც, როგორც ამ ქვეყნის ერთ-ერთი პატრიოტის, ყოველთვის იყო სამშობლოს სიყვარული და აქედან გამომდინარე, ჩემი გულწრფელი და ძლიერი სურვილი, რომ ერთი მყარი აგური მეც დამედო ჩვენი ქვეყნის გასაძლიერებლად“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პოსტი ნახა: 286


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე