ირაკლი კობახიძე - არის მოვლენები, რასთან დაკავშირებითაც სპეკულაციები მიუღებელია, სტიქია არის ასეთი

ირაკლი კობახიძე - არის მოვლენები, რასთან დაკავშირებითაც სპეკულაციები მიუღებელია, სტიქია არის ასეთი

26-02-2025 16:28
კატეგორიები: საზოგადოება
პოსტი ნახა: 1322

არის მოვლენები, რასთან დაკავშირებითაც სპეკულაციები მიუღებელია, სტიქია არის ასეთი მოვლენა - ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც საჭიროა გარკვეული საკითხების, მათ შორის მედიასთან დაკავშირებული საკითხების უფრო ზუსტად რეგულირება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, სპეკულაციები აბსოლუტურად მიუღებელია, „განსაკუთრებით ასეთ პირობებში“.

„ზოგადად, ეს არის ძალიან მძიმე მოვლენა. არის რაღაც მოვლენები, რასთან დაკავშირებითაც სპეკულაციები მიუღებელია. სტიქია არის ერთ-ერთი ასეთი მოვლენა. სტიქიის დროს ყველა უნდა იყოს ერთ მუშტად შეკრული, თუმცა აქაც, სამწუხაროდ, კონკრეტული ძალები სპეკულაციების აგებას ცდილობენ. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც საჭიროა გარკვეული საკითხების, მათ შორის მედიასთან დაკავშირებული საკითხების უფრო ზუსტად რეგულირება. სპეკულაციები არის აბსოლუტურად მიუღებელი, განსაკუთრებით ასეთ პირობებში“, - განაცხადა კობახიძემ.

 



მსგავსი სიახლეები

ტელეკომპანია „თრიალეთი“ ორჯერ შეეცადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის პოზიციის გარკვევას გოდერძი ხეჩიკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, თუმცა უწყებამ ორივეჯერ დუმილი არჩია. ჟურნალისტები ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პირველად 13 ივლისს დაუკავშირდნენ, ხოლო მეორედ - 14 ივლისს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა ახალი განცხადება გააკეთა და დააზუსტა, რომ მკურნალი ექიმის ვინაობა თავდაპირველად ჰოსპიტლის თანამშრომლის მიერ მიწოდებული მცდარი ინფორმაციის გამო შეეშალათ. მიუხედავად „თრიალეთის“ განმეორებითი მცდელობისა, გადაემოწმებინა ინფორმაცია შესაძლო გულგრილობისა და დაწყებული მოკვლევის შესახებ, სამხედრო ჰოსპიტალში კომენტარი არც ამჯერად გააკეთეს

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე