ირაკლი კობახიძე - ჩვენთვის ევროპარლამენტის რეზოლუციას არ აქვს არაფრის ფასი - ჩალის ფასი აქვს

ირაკლი კობახიძე - ჩვენთვის ევროპარლამენტის რეზოლუციას არ აქვს არაფრის ფასი - ჩალის ფასი აქვს

12-02-2025 18:00
კატეგორიები: პოლიტიკა

ჩვენთვის ევროპარლამენტის რეზოლუციას არ აქვს არაფრის ფასი თავისი უსამართლო ბუნებიდან და შინაარსიდან გამომდინარე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, დღემდე 5 რეზოლუცია დაამტკიცა საქართველოს შესახებ ევროპარლამენტმა და ხუთივე იყო ერთმანეთზე არასერიოზული და ეს არის მორიგი, მე-6 არასერიოზული პროექტი, რომელიც დაინიცირდა ევროპარლამენტში.

„რა თქმა უნდა, ამ პროექტს ისევე, როგორც წინა რეზოლუციებს აქვს აბსოლუტურად არაფრის, ჩალის ფასი ჩვენთვის, გამომდინარე იქიდან, რომ ეს რეზოლუციები არ ასახავს იმ რეალობას, რომელიც არის შექმნილი ჩვენს ქვეყანაში. რეალობა არის ის, რომ საქართველოში ქვეყანა იმართება დემოკრატიულად, ოპოზიცია არის თავისი არსით ანტიდემოკრატიული, თუმცა თქვენ ხედავთ, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციებში აისახება ხოლმე მხარდაჭერა რადიკალური ოპოზიციის, რადიკალიზმის და იმ ყველაფრის მიმართ, რასაც დღეს ასე მკაფიოდ აკრიტიკებს ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენთვის ევროპარლამენტის რეზოლუციას არ აქვს არაფრის ფასი თავისი უსამართლო ბუნებიდან და შინაარსიდან გამომდინარე", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პოსტი ნახა: 288


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!