ირაკლი კობახიძე - „დიფ სთეითს“ დაგეგმილი აქვს სალომე ზურაბიშვილის „ჩამოწერა“ - მას, როგორც უკვე ვადაგასულ პროდუქტს, ჩამოაცილებენ ქართული პოლიტიკიდან

ირაკლი კობახიძე - „დიფ სთეითს“ დაგეგმილი აქვს სალომე ზურაბიშვილის „ჩამოწერა“ - მას, როგორც უკვე ვადაგასულ პროდუქტს, ჩამოაცილებენ ქართული პოლიტიკიდან

04-04-2025 14:54
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 437

ვამბობდი, რომ „დიფ სთეითს“ უკვე დაგეგმილი ჰქონდა სალომე ზურაბიშვილის „ჩამოწერა“ ქართული პოლიტიკიდან - მას, როგორც უკვე ვადაგასულ პროდუქტს, ჩამოაცილებენ ქართული პოლიტიკიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც 31 მარტის საპროტესტო აქციაზე ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გამოსვლასთან დაკავშირებით შესაბამის კითხვას უპასუხა.

კობახიძის თქმით, „დიფ სთეითმა“ ზურაბიშვილს ისევ ოპოზიცია დაუპირისპირა“.

„საზოგადოებრივ მაუწყებელთან მქონდა ინტერვიუ რამდენიმე დღით ადრე და შეგიძლიათ ნახოთ ეს ინტერვიუ. მაშინ ვამბობდი, რომ „დიფ სთეითს“ უკვე დაგეგმილი ჰქონდა სალომე ზურაბიშვილის ჩამოწერა ქართული პოლიტიკიდან. რაც 31 მარტს ვიხილეთ, რეალურად, ამის გამოხატულებაა. თქვენ ნახეთ, რომ ისევ ოპოზიცია დაუპირისპირა სალომე ზურაბიშვილს „დიფ სთეითმა“. ეს პროცესი აუცილებლად გაგრძელდება. სალომე ზურაბიშვილს, როგორც უკვე ვადაგასულ პროდუქტს, ჩამოაცილებენ ქართული პოლიტიკიდან“, - განაცხადა კობახიძემ.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე