ირაკლი კობახიძე - გახარია და მისი პარტია პარლამენტს ვერაფერს ღირებულს ვერ შემატებს! ეს გადაწყვეტილება ვერც მათ შემატებს ვერაფერს!

ირაკლი კობახიძე - გახარია და მისი პარტია პარლამენტს ვერაფერს ღირებულს ვერ შემატებს! ეს გადაწყვეტილება ვერც მათ შემატებს ვერაფერს!

2 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 166

გიორგი გახარიას პარტიამ ერთი წელი იწვალა და საბოლოოდ, პარლამენტისა და არჩევნების ლეგიტიმაცია აღიარა - გახარია და მისი პარტია პარლამენტს ვერაფერს ღირებულს ვერ შემატებს! ეს გადაწყვეტილება ვერც მათ შემატებს ვერაფერს! - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრების საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვის გადაწყვეტილებას.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, „ეს პოლიტიკური პარტიები პატრონების კარნახმა ამ მდგომარეობამდე მიიყვანა, რაც პარტიებისთვის სამწუხაროა, მაგრამ ქვეყნისთვის და ქართული დემოკრატიისთვის ძალიან კარგია“.

“აბსურდში არიან - თუ პარლამენტის წევრები გახდნენ, ე.ი. პარლამენტი არის ლეგიტიმური! აბა რისი წევრები გახდნენ?!

ყველაფერი ევროპულ ბიუროკრატიასა და „დიფ სთეითში“ არსებულ რთულ მდგომარეობაზე მეტყველებს - ხან ასეთ ხან ისეთ გადაწყვეტილებას იღებენ. მთავარია ის არის, რომ ამით ოპოზიციის სასარგებლოდ ვითარებას ვერანაირად ვერ ცვლიან“, - განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ გადაწყვეტილება რამდენად განაპირობებს იმას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი სარჩელის ფარგლებში მისია აკრძალვა არ მოითხოვოს, კობახიძემ განაცხადა, რომ მოვლენებს არ გაუსწრებს და სარჩელის გამოქვეყნებამდე ვერაფერს იტყვის.

„მას შემდეგ, რაც სარჩელი გამოქვეყნდება, დაზუსტებით გაიგებთ, რომელი პარტიები შევლენ სარჩელში“, - განაცხადა კობახიძემ.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე