ირაკლი კობახიძე - გურიაში, მოსახლეობა იქნება უზრუნველყოფილი სურსათით და აუცილებელი მედიკამენტებით - რეგიონში, დაახლოებით, 10 000 ერთეული პაკეტი ჩამოვა

ირაკლი კობახიძე - გურიაში, მოსახლეობა იქნება უზრუნველყოფილი სურსათით და აუცილებელი მედიკამენტებით - რეგიონში, დაახლოებით, 10 000 ერთეული პაკეტი ჩამოვა

27-02-2025 15:16
კატეგორიები: პოლიტიკა

გურიაში, მოსახლეობა იქნება უზრუნველყოფილი სურსათით და აუცილებელი მედიკამენტებით - რეგიონში, დაახლოებით, 10 000 ერთეული პაკეტი ჩამოვა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, მოსახლეობის სურსათით და მედიკამენტებით უზრუნველყოფა მუდმივ რეჟიმში გაგრძელდება.

ამასთან პრემიერმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე, გურიაში ელექტროენერგია 10 000-მდე აბონენტს არ მიეწოდება და ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად გაგრძელდება.

„ორშაბათისთვის, დაახლოებით, 35 000 აბონენტს არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია და ეს რაოდენობა შემცირებულია დაახლოებით, 10 000-მდე, ანუ ინტენსიურად წარიმართება აღდგენითი სამუშაოები. მთავარია, რომ გაგრძელდეს [სამუშაოები]. 10 000-მდე აბონენტია დღემდე, ვისაც არ აქვს ელექტროენერგია და რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით აქტიურად გაგრძელდება მუშაობა.

სურსათით უზრუნველყოფა, მედიკამენტებით უზრუნველყოფა - ეს გაგრძელდება მუდმივ რეჟიმში. დაახლოებით, 10 000 ერთეული პაკეტი ჩამოვა გურიაში. მოსახლეობა იქნება უზრუნველყოფილი სურსათით, აუცილებელი მედიკამენტებით. სასწრაფო დახმარების ბრიგადები შეუფერხებლად მუშაობს, გამოძახებებზე შეფერხების გარეშე რეაგირებენ. ყველა მიმართულებით არის მობილიზებული შტაბი და მთავარია, რომ გაგრძელდეს ინტენსიურად სამუშაოები,“ - განაცხადა კობახიძემ.

პოსტი ნახა: 704


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!